დანიშნულების ადგილას მივედი და დაცვის თანამშრომლებიც იქვე დამხვდნენ.
- გამარჯობა, მისტერ მასაროტო.
- გამარჯობა. ყველა აქ ხართ?
- მხოლოდ ერიკი არ არის.
- სად ბრძანდება?
- გზაშია, სერ.
ერიკი ჩემი დაცვის თანამშრომლების უფროსი იყო და გულწრფელად ვანდობდი ჩემი ცხოვრების სიყვარულის უსაფრთხოებას. ის მორიგეობდა სწორედ იმ წყეულ დღესაც, როდესაც შვილი დავკარგეთ. დიდი დრო არ დასჭირვებია და ათიოდე წუთში ერიკიც კაბინეტში გამოცხადდა. მისი შემოსვლა და მუშტის მისთვის დარტყმა ერთი იყო.
- ყველა განთავისუფლებული ხართ ამჟამინდელი თანამდებობიდან! უნდა შეგესრულებინათ პირნათლად ის საქმე, რასაც გავალებენ.
- გვაპატიეთ, ეს ჩვენი შეცდომაა..
- იმან, რასაც თქვენ წყეულ შეცდომას ეძახით, საკმარისად ბევრი დამაკარგვინა!
კაბინეტიდან გამოვედი და კარის მოჯახუნებამდე ერიკის სახე დავინახე. იდგა ჩუმად და თითქოს სინანულს გრძნობდა. სინანულს იმისთვის, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებდა.
ანერვიულებული საჭესთან დავჯექი და ფირმის მთავარი შენობისკენ გავემართე.
საკონფერენციო დარბაზში ჩემი მოთხოვნისამებრ, პიარ მენეჯერი და მისი გუნდი დამხვდნენ. მეც მივესალმე, სავარძელზე ჩამოვჯექი და პრეზენტაციის დაწყებისკენ მოვუწოდე.
- ბატონო ნათანიელ, ბევრი ვიფიქრეთ და იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
- გისმენთ.
ერთ საათიანი განუწყვეტელი საუბრის შემდეგ, მათი გეგმა მოვიწონე, ხოლო დარჩენილი დღე ამაზე სამუშაოდ გავუშვი. თავად დამღლელი დღის ბოლოს ჯეისონთან წავედი.
კარი ლეტიციამ გამიხსნა და მუცლის სიდიდის გამო მისი გადაკოცნაც ვერ შევძელი. ამაზე ორივეს გაგვეცინა და ჩემი ძმის ადგილსამყოფელისკენ გამიძღვა.
- ყველაფერი მოაგვარე?
- თუ მოგვარება ჰქვია საერთოდ! დაცვის თანამშრომლები გავუშვი.
- გაღიზიანებული ხარ, ნეით.
- კიდევ კარგად ვარ, დამიჯერე.
- კიდევ არ გილაპარაკიათ?
- არა, ტელეფონიც გამორთული აქვს. ლეტიცია, შენ მაინც თუ გაქვს კონტაქტი ვალენტინასთან?
- დღესაც ველაპარაკე და ჯეისონის დახმარება სჭირდებოდა.
- რაში?
- დედამისს უნდა მასთან ჩასვლა და თუ ჩამოიყვან ჩემთანო.
- მე ჩავუყვან და თან ნორმალურადაც გავიცნობ.
- მაგის თხოვნა მინდოდა. ლეტიციას მივყვები ხვალ ექიმთან შემოწმებაზე.
- გამაგებინეთ, რა იქნება.
- კარგი.
ჯეისონთან ერთად ცოტა ვისკი დავლიე და სახლში წავედი. მენატრებოდა ვალენტინა და პატარა ნიკოლი, რომელმაც იდეალურად მიმიღო.
დილის 9 საათი იქნებოდა, როდესაც ვალენტინას დედას გავუარე, მივესალმე, თავი გავაცანი და მასაროტოების კერძო თვითმფრინავში ავიყვანე.
- დამბრძანდით, ქალბატონო კეროლაინ.
- უბრალოდ კეროლაინი, ნეით. მადლობა. ისე მომენატრნენ ბავშვები.. ველაპარაკები მობილურით სულ, მაგრამ საკმარისი არაა, ხომ გესმის..
- კი, რა თქმა უნდა. ‐ ვუპასუხე, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე ვალენტინასთან კონტაქტი ტელეფონითაც არ მქონდა.
12 საათზე უკვე მაიამიში ვიყავით. სახლამდე მძღოლმა მიგვიყვანა და მამულის ჭიშკარიც გაიხსნა. ზღურბლზე ვალენტინა იდგა.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...