თავი II

324 21 2
                                    

8 საათი იქნებოდა, როცა მე და ლუსი ფირმაში მივედით. მთელი პერსონალი, პატარ-პატარა ფურშეტის მაგიდები გნსკუთრებულდ გამოწყობილი ასობით ადამიანი. ჩემი შესვლა და ყველას ყურადღების ჩემზე მოპყრობა ერთი იყო.
– ლუსი, მოხვედით.
– მართალია, ბატონო კრისტიან. ამ საღამოს ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი. ქალბატონო ბიანკა..

დედა გადაკოცნა, ხოლო მამას ხელი მსუბუქად ჩამოართვა და ხალხში გავერიეთ. არ წყდებოდა მზერა. ყოველ წამს უფრო და უფრო ემატებოდა სხეულს სიმხურვალე. თითქოს ყურადღებას ტემპერატურის მატებით ეწინააღმდეგებოდა ჩემი ორგანიზმი. – ნეით!
– კამილა, როგორ გამიხარდა შენი ნახვა.
– როგორ მოხდა ჩამოხვედი?
– მომენატრეთ ბავშვობის მეგობრები, ოჯახი..
– გასაგებია და როდის შევიკრიბოთ?
– ხვალ დაგეკონტაქტებით.
– ჯეისონიც ხომ წამოვა?
– არ ვიცი რამდენად მოახერხებს, მაგრამ გავაგებინებ აუცილებლად.

დარბაზის ბოლოს ლეა და ნიკოლასიც გამოჩნდნენ. წამში ჩვენთან აღმოჩნდნენ და ძლიერ გადავეხვიე.
– როგორ მომენატრე!
– როგორი იყო მონაკოში?
– შესანიშნავი. იდეალური დასვენება მაგისტრატურის დასრულების შემდეგ.
– მოეწონებოდა, იმდენ ბიჭს ხვდებოდა, სახელების დამახსოვრება უფრო რთული იყო, თუ უნივერსიტეტში სწავლა, ვერ გეტყვი.
– გასაგებია, ქალბატონო. მარტო ჩამოხვედით, თუ გაიჩინეთ ვინმე?
– სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ ერთ გოგოსთან ავაწყე. ამერიკელია და ისიც მეგობრებთან ერთად ისვენებდა.
– მე ჯეიკობი უნდა ვნახო. დიდი არაფერი. მეგონა, სახლში დაგვხვდებოდი, დედამ კიდევ წავიდა უკვე, არც დაგელოდათო.
– ეს ნამდვილად ჩემი ბრალია, მე მოგპარეთ ძმა.
– სიმართლე რომ ვთქვა, არ მოველოდი შენს აქ ნახვას, ლუსი. მისტერ ბრაუნი როგორ არის?
– კარგად, მადლობა.

ირგვლივ კრისტიანის ხმა გაისმა, მასთან მიხმობდა.
– მინდა ჩემი შვილი – ნათანიელ ჯეიმს მასაროტო წარმოგიდგინით. ვიცი, ბევრს გემახსოვრებათ. წლები იტალიაში მოღვაწეობდა და დღეს დაბრუნდა. ყველამ ძალიან კარგად იცით, რამდენს მიაღწია და 28 წლის მანძილზე რამდენი შეძლო. სხვათა შორის მის ასაკში უკვე ვმართავდი უკვე კომპანიას და ჯეისონიც მყავდა. შვილის ყოლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ნამდვილად მინდა ფირმის მართვის სადავეები მას გადავულოცო. ასე რომ, თამამად შემიძლია გამოვაცხადო ნათანიელი მასაროტოების სასტუმროების ქსელის 100%იანი, სრული წილის მფლობელად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს განვითარებაში და ეს ნამდვილად დაიმსახურა. მე და ჩემი ულამაზესი მეუღლე კი დაგრჩებით მასაროტოების საერთო სახელისა და უამრავი ბიზნესის მმართველად. მასაროტოების ქსელი ოჯახისა და თავდაუზოგავი შრომის გარეშე არაფერია. გპირდებით ულევ სიახლეებსა და გრანდიოზულ წარმატებებს, რა თქმა უნდა, ცვლილებებთან ერთად.
– დიდი მადლობა, კრისტიან. სხვათა შორის, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო და დიდი სიამოვნებით დავეუფლები ამ პოზიციას. დამერმწუნეთ, არ დაგაღალატებთ. მადლობა ნდობისათვის. ხვალიდან შევუდგები მართველობას, იმედი მაქვს, კარგად ვითანამშრომლებთ.

სიტყვა დავასრულე თუ არა, ყველა ჩემთან აღმოჩნდა, მილოცავდნენ, წარმატებებს მისურვებდნენ. ვეცადე, ყველა გამეცნო, დამემახსოვრებინა თითოეული მათგანი და განვითარების სტრატეგია შემემუშავებინა. ჩემი სახელის მფლობელად გამოცხადების წამიდან ვიცოდი, ბევრს შევძლებდი და ამ დროს დიდებულად გავიხსენებდი წლების შემდეგ. მივაღწიე კი საწადელს? ამას სულ მალე შეიტყობთ.

"კონტრაქტის თანახმად"Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang