მივუახლოვდი და როცა მივხვდი, რომ მისგან სულ რამდენიმე მეტრი მაშორებდა, საუბარი დავიწყე.
- ისიც კი, რომ იფიქრე, შენგან შორს ცხოვრება შემეძლო, გულს მიკლავს. მიყვარს ჩვენი უცნაური, ამაღელვებელი და საინტერესო ისტორია და წამით არ გამივლია გონებაში, რომ შეიძლებოდა ეს დასრულებულიყო. ვიცი, რაც გსტრესავს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ. შვილის დაკარგვა არც შენი ბრალია და არც შენი სხეულის. ის, ვის გამოც ამის გადალახვა მოგვიწია, სრულიად სხვა ადამიანია და იგი მკვდარია. წარსული წარსულია, მე კი მინდა, რომ შენთან ერთად ახალი მომავალი დავწერო. შენი თვალები სულში მწვდება, სხეული სამყაროს მილამაზებს, შეხებას კი ჩემთვის ვინაობის დავიწყება შეუძლია. რაც შეეხება შენს ეჭვიანობას, პენელოპე არაფერს ნიშნავს. მთავარი მხოლოდ შენ და ჩვენი გოგონა ხართ. არ მინდა რამე დაგაძალო და არც პრინციპებისა და სურვილების დათმობას გთხოვ. მზად ვარ, შენთან ერთად ყველანაირი ფიზიკური სიახლოვის გარეშე ვიცხოვრო და წამით არ შემეპარება ეჭვი საკუთარ არჩევანში. მიყვარხარ და მინდა, ცხოვრება მოგიძღვნა.
ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი.
- თანახმა ხარ?
- ნათანიელ.. უკვე ცოლ-ქმარი ვართ..
- ამჯერად უფრო რეალურად. ლამაზი ქორწილი, ნიკოლი ყვავილებით ხელში. ზუსტად ისეთი, როგორზეც ბავშვობაში ბევრჯერ გიოცნებია. და მაინც.. გახდებით მეორედ ჩემი მეუღლე, ქალბატონო ვალენტინა?
- იმედია, არც კი დაგიშვია, რომ უარს გეტყოდი.
ბეჭედი გამომართვა, არათითზე გაიკეთა და თვალები შემომანათა.
- ისევ პერანგი, ნათანიელ?
- რით ვერ მიეჩვიეთ, მისის მასაროტო?
- უბრალოდ.. ხელს მიშლის..
ღილების შეხსნა და პრესზე სველი კოცნების დატოვება დამიწყო. იმ დღეს ემოციები პიკს აღწევდა საყვარელ ქალთან სიახლოვე საღ აზრს მაკარგვინებდა.
- ნიკოლი?
- სძინავს.
- როგორც ჩვენი პირველი კოცნისას?
- როგორც ჩვენი პირველი კოცნისას. იცი, როგორ მენატრებოდი?
- იმედი მქონდა, რომ ამას მეტყოდი.
- შეგიძლია, გამომყვე?
- რა თქმა უნდა.
ვალენტინა ოთახში შემიძღვა და კარი მომენტალურად ჩაკეტა.
- საძინებელში უნდა გამომკეტო?
- ნეტავ, შემეძლოს..
- რა?
- მგონი, ზედმეტს ლაპარაკობ, ნათანიელ მასაროტო.
- და მაინც, რა გირჩევნია?
ფეხზე გაიხადა და საწოლზე მჯდომს მომიახლოვდა. გადასაფარებელს მუხლებით დაეყრდნო და წამში ჩემს კალთაში აღმოჩნდა. პერანგი გამხადა და კოცნა დამიწყო. მეც ხელები კაბის ქვეშ შევუცურე.
- დარწმუნებული ხარ?
- ისე, როგორც არასდროს.
- აბებს სვამ? არ წამომიღია..
- იცი.. მგონია, რომ ისევ უნდა ვცადოთ..
ეს იყო და სახე გამიხალისდა. ვტკბებოდი მისი სხეულით, შეხებით, ჩვენ შორის კავშირით.
ალბათ, ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი. ლამაზი, ვნებიანი, სიყვარულით და მოულოდნელობებით სავსე. დილით ნიკოლს უნდა შევხვედროდი, ოჯახისთვის კი სიახლე მეცნობებინა. თითქმის დამავიწყდა პოლიციაში დარეკვაც, მაგრამ გამოძიების პასუხი გულწრფელად მაინტერესებდა.
![](https://img.wattpad.com/cover/290691642-288-k480185.jpg)
KAMU SEDANG MEMBACA
"კონტრაქტის თანახმად"
Romansaტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...