თავი VIII

193 16 2
                                    

- შვილი გყავს?

- ყველაფერს აგიხსნი.

 გავიდა და ბავშვს პატარა წყლის ბოთლი მიუტანა, მე კი სრულ გაურკვევლობაში დამტოვა.

- რა ჰქვია?

-  ნიკოლი.

- დაქორწინებული ხარ?

- ვიყავი. მე და ნიკოლის მამა დავშორდით, 2 წლის წინ, როდესაც პატარა 3 წლის იყო.

- ანუ ამის გამო არ შეგიკავებია თავი.

- მართალია. პატარა გოგონა არ ვარ, უფროსთან რომანის გაბმაზე რომ ოცნებობენ და ფულისა და დაწინაურების გამო საწოლში უგორდებიან. თანაც ეს უფრო მეორე ხარისხოვანი მიზეზია, პირველის ცოდნას არც ვისურვებდი, შენს ადგილას.

- არც კი მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მათ კატეგორიაში ყოფილიყავი. შვილს რატომ მალავ?

- გრეგორის გამო. რაც დავშორდით, სულ მემუქრება ბავშვის წართმევით. ნიკოლიც დედაჩემს ჰყავს ხოლმე დატოვებული. მეშინია, არ გვიპოვოს. 1 წელია, რაც ნიუ-იორკში გადმოვედით.

- რატომ დაშორდით?

- ძალადობდა ჩემზე. არც კი ვიცი ამდენი ხანი როგორ გავძელი მის გვერდით.

- თავიდანვე ასე იყო?

- რაც ნიკოლი გაჩნდა და მამრობითმა სქესმა ბავშვთან ერთად სეირნობისას ყურადღების მოქცევა დაიწყო. ხომ იცი, პათოლოგების აზრით, ყველაფერი ქალის ბრალია. 

- მამაკაცებთან ურთიერთობის გეშინია.

- ძალიან. პირველმა შეცდომამ ცხოვრების გარკვეული ეტაპი გამინადგურა. დანარჩენი ნაწილიც შიშში უნდა გავატარო.

 მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი. ხელები მოვხვიე. 

- უფლება მომეცი, დაგეხმარო.

- არ მინდა გაგრიო, ჩემი პრობლემებია. არ ხარ ვალდებული, დამეხმარო.

- რატომ დათანხმდი მამაჩემის შემოთავაზებას, თუკი ამდენ რისკთანაა დაკავშირებული?

"კონტრაქტის თანახმად"Onde histórias criam vida. Descubra agora