13 ნოემბერი.
დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც ვალენტინამ თვალები გაახილა და ჩემსკენ გადმობრუნდა.
- ჩამეძინა თვითმფრინავში?
- კი და აღარ გაგაღვიძე ღამის სამ საათზე. თავს როგორ გრძნობ?
- არ ვიცი, ნათანიელ, ისეთი ძნელია შენი გვარის ტარება, ხომ არ გავშორებულიყავით?
- ეს ის საკითხია, რომელსაც ხუმრობით ვერ შევხედავ.
- კარგი. თავს ცოტა სუსტად ვგრძნობ, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა.
- რამე ხომ არ გინდა?
- არა. ნიკოლი ხომ არ მოგიკითხავს?
- კარგად არის, ბევრი უთამაშიათ და მალევე მიიძინაო ლეამ.
- ძალიან კარგი.
- ხომ არ გშია?
- ცოტა მომშივდა, კი.
წამოვდექი და ზედა გადავიცვი.
- სად მიდიხარ?
- საუზმის მოსატანად.
- ნათანიელ, ისეთ რამეს ნუ მიმაჩვევ, რასაც სისტემატიური ხასიათი არ ექნება.
- ხოდა ჩათვალე, რომ საუზმის მუდმივი დამტარებელი იპოვნე.
ორივეს გაგვეცინა და მეც სამზარეულოში გავედი. მომსახურე პერსონალს უკვე ამოეტანა საუზმე, მეც სენდვიჩი გავუკეთე და ჭიქაში ფორთოხლის წვენი დავუსხი. რამდენიმე წამში ოთახში ნაბიჯების ხმაც გავიგე და მიბრუნებისას ხელში ვალენტინა შემრჩა.
- უკვე მომქონდა.
- შენთან ერთად ცივილურად საუზმე მირჩევნია, მაგრამ მუდმივი მიმტანის იდეა ნამდვილად მხიბლავს. დღეს რა გეგმები გვაქვს?
- ციგურებით სრიალი და ორმაგი პაემანი გრეგორთან.
- ნათანიელ!
- შეგვიძლია კუნძული დავათვალიეროთ და გარეთ ვივახშმოთ, ფილმებს ვუყუროთ. სრულიად ჩვენს ხელშია აქაურობა.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...