დილით ვალენტინა ჩემს მხრებს შორის მოქცეული ვიპოვნე, კვლავინდებურად ულამაზესი და რაც მთავარია, მშვიდი.
თმა ყურს უკან გადავუწიე და მის სახეზე თითები გადავატარე. შეიშმუშნა. თვალები გაახილა და წამიერი შეშფოთების შემდეგ თავი ისევ ჩემს მხარზე დაასვენა.
- დილა მშვიდობისა!
- დილა მშვიდობისა.. ისევ შენთან..
- ნორმალურად გეძინა?
- ყოველ შემთხვევაში ვეცადე, იმის მიუხედავად, გვერდით ვინ მყავდა.
- დანაზება კი იცით, მის რივერა, მაგრამ სხეული გაგცემთ.
ვალენტინა წამოდგა და აბაზანაში შევიდა.
- სადმე მიდიხარ?
- ფირმაში. შენ არ მოდიხარ?
- ჩავიცვამ და ერთად წავიდეთ.
- ნიკოლი რომ აქ დარჩეს, პრობლემა ხომ არ იქნება?
- არა, ლეა გაართობს.
გამოვიცვალეთ და მაშინვე ფირმაში წავედით. ლიფტში ვიყავით, როდესაც 23-ე სართულზე ასვლისას, ჩვენს შორის დაძაბულობა ვიგრძენი.
- მაპატიე.
- რა?
- ამდენი ხნის შემდეგ პირველად ენდე ადამიანს და მეორე საღამოს საყვარლიდან შენთან დაბრუნდა, სრული აღიარებით.
- იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანია გიცნობ და რა გვაკავშირებს, ეჭვიანობის უფლება, არა მგონია, მქონდეს.
- მაგრამ ეჭვიანობ.
- ჰმმ.. შეიძლება მასეც ითქვას, კი.
ვალენტინა ჩემსკენ წამოვიდა. ჩემი ხელები მხრებზე, შემდეგ წელზე და საჯდომზე.. ვაკოცეთ. მოგეხსენებათ და ყოველთვის წამოყოფს ხოლმე თავს ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ და მხოლოდ ლიფტი იყო. ერთი, ჩვეულებრივი კაბინა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მასაროტოების ფირმის შენობაში.. თითქოს განსაკუთრებული არაფერია, ხომ? მაგრამ ის იყო კაბინა, რომელმაც დანიშნულების ადგილს კოცნის წამს მიაღწია. ლიფტის კარი გაიხსნა. შევკრთით. კაბინასთან თანამშრომლები იდგნენ. ვალენტინა მათ მიესალმა და ჩქარი ნაბიჯით თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. მეც ჩემი კაბინეტისაკენ წავედი.
ჩავატარე უამრავი კონფერენცია და შევხვდი ბევრად მეტ ადამიანს. მაგრამ ერთადერთი რაც ჩემს გონებას სრულად მოედო, ვალენტინას პრობლემა იყო. ერთი შეხედვით მეამბოხე გოგონა, ჩემს თვალში ნამდვილ მებრძოლად და ამასთანავე ემოციურ ადამიანად იქცა, ვინც არასწორ ადამიანს ენდო. გადავხედე შექმნილ სიტუაციას და მისი დახმარება ჩემს მისიად დავისახე. ეს მხოლოდ ვალენტინას და ჩვენი კოცნის გამო არ იყო. ოჯახურ დრამაში გარეული იყო 5 წლის გოგონა, რომელიც დღითი დღე სტრესის მორევში ექცეოდა.
![](https://img.wattpad.com/cover/290691642-288-k480185.jpg)
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...