თავი XXII

170 10 2
                                    

 ხელი ავწიე და ორივენი წამოვდექით.

- ბატონო ნათანიელ..

- დიახ, მისის ადამს. როგორ არის ვალენტინა?

- გაიღვიძა. გული ჰქონდა წასული, ტვინის შერყევა არ შეენიშნება. რამდენიმე სისხლჩაქცევა აქვს და დიდი დაზიანება არ გააჩნია. უბრალოდ ერთი საკითხია, რომელზეც ლაპარაკი მინდა. პაციენტი თქვენი ვინ არის?

- იცით... ჰმმ.. შეყვარებული.

- მაშინ სწორ ადამიანს ვესაუბრები. კაბინეტში რომ გამომყვეთ..

 ექიმს გავყევი და მანაც ფურცლები შემომაჩეჩა.

-  მოგეხსენებათ და კვლევების ჩატარებისას ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი ანალიზი სისხლის ანალიზია.

- და რა გამოჩნდა?

- ორსულადაა მის რივერა. გადავამოწმეთ და 2 კვირის. არც კი ვიცი, უნდა მოგილოცოთ, თუ არა.

- დარწმუნებული ხართ?

- სისხლის ანალიზი ძირითადად არ ცდება ხოლმე.

- მაშინ მოსალოცია, მისის ადამს. დიდი მადლობა. ვალენტინას მონახულებას როდის შევძლებ?

- ახლა კიდევ მიიძინა. როცა გაიღვიძებს, დაგიძახებთ.

- კარგი. 

რას ვგრძნობდი? ვერც კი აღვწერ. როგორც ასეთი, შვილი არასდროს მდომებია. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე მეგონა. დღემდე, ამ წამამდე.. მოულოდნელი სიხარული, გაკვირვება და უამრავი კითხვა თავში. რას ვიზამთ? როგორ აღვზრდით? რა უნდა დავარქვათ? ნიკოლივით პატარა და ლამაზი გოგონა რომ იყოს? ან ბიჭი.. უჰ! ყველაფრის მოსაფიქრებლად დიდი დრო გვაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ვალენტინას არ უნდოდეს მისი დატოვება? ღმერთო! ნუთუ აკლდა ვალენტინას სანერვიულო?!

 უეცრად ექიმმა დამიძახა და ვალენტინას პალატაში შემიყვანა. ჩემს დანახვაზე წამში გაიღიმა.

- როგორ გრძნობ თავს?

- ცოტა თავბრუ მესხმის, დანარჩენი ყვრლაფერი რიგზეა.

- მიხარია, თუ უკეთ ხარ. ძალიან შეგვაშინე.

 ხელი ხელზე დავადე და მზერა მისი თვალებისკენ გადავიტანე. ცქმუტავდა, თითქოს რამის თქმა უნდოდა. წამიც და ყველაფერი ამოთქვა:

- გითხრეს?

- ის, რომ მშობლები უნდა გავხდეთ? რა თქმა უნდა.

- და.. რას ფიქრობ?

- ძალიან მიხარია, მაგრამ მაბნევს ამავდროულად.

- იმას ვგულისხმობ, რომ ბოლოს ამაზე ლაპარაკისას, შვილის ყოლის პერსპექტივით არ იყავი აღფრთოვანებული.

- საქმეც იმაშია, რომ მაშინ არც მიყვარდით, მის რივერა. ერთი კითხვა მაქვს და არ მინდა სხვაგვარაფ აღიქვა.

- გისმენ.

- გინდა ბავშვის დატოვება? უბრალოდ არ ვიცი, როგორ ხარ განწყობილი და არ მინდა იმის სამომავლო გეგმები დავსახო, რაც რეალურად შენ და შენს სხეულს, სურვილს გეხებათ.

- სულ მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა. ასე რომ, რატომაც არა.

- უჰ! ამოვისუნთქე. იმედია, ისიც გესმის, რომ გრეგორთან ამ მდგომარეობაში არ გაგიშვებ. შენი იქ ცხოვრება და ბავშვის მოშორება ერთი იქნება.

- ამაზე მეც მინდოდა შენთან მელაპარაკა. არ წავალ, მაგრამ არც ფულის გადახდის საშუალებას მოგცემ.

- რა გეგმა გაქვთ, მის რივერა?

- შენს თავდაპირველ გეგმას დავუბრუნდეთ. ფორმალურად ვიქორწინოთ და ნიკოლიც აღიარე.  შენს გაკოტრებას ვერ დავუშვებ და რადგან საერთო შვილი უნდა გვეყოლოს..

- რა თქმა უნდა! ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.

- უბრალოდ.. იქნებ, ეს ჩუმად გავაკეთოთ? ნიკოლასისა და მთელი ამ არეულობის გამო, არა მგონია შენი ოჯახი კარგად იყოს განწყობილი ჩემს მიმართ.

- ხელის მომკიდეები რომ დაგვჭირდება? 

- ლეტიციას ვთხოვ. ღმერთო! მართლა ვქორწინდებით.

 და ჩვენ გვეგონა, ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდებოდა.. იცით? რაც მეტად ენდობი სამყაროს, მით მეტად ავლენს კლანჭებს, გიხსნის უამრავ ეკლიან გზას და გამოცდებს გაბარებინებს. ეს არის ისტორია ჩემი და ვალენტინა რივერას სიყვარულის ამბავზე, რომელიც ამ წამს დაიწყო და რომელზეც თავად მე, ნათანიელ მასაროტო გესაუბრებით.

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now