- ოდესმე თუ შეწყვეტ ყველა მომენტის შენ სასარგებლოდ გამოყენებას, დიდად დამავალებ.
- კარგი რა, ნეით. რით ვერ მოგბეზრდა ამ უხეირო ქორწინებაში ყოფნა..
- და შენ რა გხდის საინტერესოს?
- თითქოს არ იცი, რისი გაკეთება შემიძლია შენ გამო..
- ბევრი დალიე და დროა, წახვიდე.
- ასე მარტივად, მასაროტო?
ყურთან ტუჩები მომაბჯინა და კიდევ ერთხელ გამიმეორა:
- მხოლოდ ერთი სიტყვა, ნეით..
საინტერესოა და ის პასუხსაც აღარ დალოდებია, ისე ეძგერა ჩემს ტუჩებს. მკოცნიდა ისე ვნებიანად, როგორც თვეებია, არავის უკოცნია. მათ შორის არც ვალენტინას. დიდი ხანია, რაც არ მიგვრძნია, როგორია უნდოდე ქალს. თანაც ცეცხლოვანს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
ლიფტი შეჩერდა და ჩვენც ვერანდაზე გავედით.
- და მაინც.. რატომ დაბრუნდი?
- ლუსიმ დამირეკა, მომიკითხა. აქაური ამბები მომიყვა. ჯეისონზე, შენზე.. არასდროს გითქვამს, რომ შვილი გინდოდა.
- არც მდომებია, მაგრამ ძვირფასი ადამიანისთვის ყოველთვის ვიცვლებით. როგორც კი დავინახე ვალენტინას შვილი, მაშინვე საკუთარად აღვიქვი.
- პრაგმატური ნეითი უცბად თბება ლათინოსი თანამშრომლის გამო?
- ყოველთვის ასე უნდა გაამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ჩემს მეუღლეს ოდნავ შეფერილი, გარუჯული კანის ფერი აქვს? ასე დავეცით?
- არა, რასაკვირველია, მაგრამ მეგონა, შენშიც იმძლავრებდა მამაშენის გენები.
- ბიანკამ მოგიყვა?
- კი. ყოველთვის იტაცებდაო კრისტიანს წითური ქალები.
- ალბათ დასასრული არასდროს მოგისმენია.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის, რომ საბოლოოდ მაინც ქერათმიანი დედაჩემი აირჩია. ყველაზე გულწრფელი, და თან ფიცხი ადამიანი თავის ცხოვრებაში.
ეს ვუთხარი და კიბით მესამე სართულზე ჩავედი.
- ხომ არ დაიღალე?
- ცოტა.
- თუ გინდა, წავიდეთ.
- კარგი იქნებოდა.
მე და ვალენტინა ჯერ შენობიდან ეზოში გავედით, შემდეგ კი ავტომობილით სახლამდე მივაღწიეთ.
- იმედია, კარგად მაინც გაერთე.
- ვეცადე, ყოველ შემთხვევაში.
ვალენტინამ კაბის გახდა დაიწყო და მეც ელვის გასახსნელად დახმარება მთხოვა.
- გამიხარდა, რომ ჩემი გამოგზავნილი აარჩიე.
- კარგი გემოვნება გაქვს, ჩემო კარგო, ვერ დაგიკარგავ.
შესაკრავი შევუხსენი თუ არა, ჩემკენ მოვაბრუნე და ყელში კოცნა დავუწყე. ნელ-ნელა კი არეალი გავაფართოვე და ტუჩებისაკენ წავედი. თითქოს ამყვა, მაგრამ ესეც მალევე შეწყვიტა და მშვიდობიანი ღამე მისურვა.
დილით ნიკოლისთვის საჩუქრის საყიდლად წავედი. სახლში დაბრუნებულს კი პრინცესა ეზოში დამხვდა.
- ჩემო ლამაზოო, როგორ ხარ? არ გცივა?
- ნეეით!!
- შენ ხომ არც იცი, როგორ მომენატრე!
- მეც! იმდენი რამე უნდა მოგიყვეეეე!
- კარგად ერთობოდი ბებიასთან ერთად?
- კი, მაგრამ შენთან და დედასთან მინდოდა სულ.
- ახლა უკვე აქ ხარ, ჩემო პრინცესავ.
შვილი ხელში ავიყვანე და თბილ სახლში შევიყვანე.
- ნათანიელ.. ვნერვიულობდი, საუზმის გარეშე რომ წახვედი.
- სამაგიეროდ როგორი გოგო შემოგიყვანე! დედაშენი არ ჩამოსულა?
- ბიანკასთან წავიდა. ხვალინდელ გეგმებს აწყობენ.
- ჩვენც გავისერინოთ დღეს.
- რამე იდეა გაქვს?
- დაახლოებით. მთავარია, ჩემმა ოჯახმა მოიცალოთ.
- დეე! გთხოვ, წავიდეთ!
- აუცილებლად.
ნიკოლმა სიხარულით შეჰყვირა და ორივეს გადაგვეხვია. გულს მითბობდა მასთან გატარებული თითოეული წამი. ყველაზე მეტად ამ დროს ვგრძნობდი თავს იღბლიან ინდივიდად.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...