თავი XIII

173 14 4
                                    

საღამოს ვალენტინას კაბინეტში გავუარე. მანქანაში ერთად ჩავსხედით და ჩემი სახლისაკენ წავედით.

- ხომ არ შემოგხმიანებია?

- მეზობელმა დამირეკა, ვიღაც მამაკაცმა წერილი დაგიტოვა კარებთანო და ყოველი სიტყვა სრული სიზუსტით წამიკითხა.

- რა ეწერა?

- 1 კვირა მაქვს. ერთი სრული კვირა, იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვნო. აი, რა გამოსავალი, უკვე სრულიად უცნობია.

- შეგიძლია ჩემთან დარჩეთ, უფრო უსაფრთხოდ იქნებით.

- დარწმუნებული ხარ?

- რომ არ ვიყო, გეტყოდი?!

- კარგი. დიდი მადლობა.

მამულში მისვლისთანავე, სახლიდან ნიკოლი გამოიქცა, ვალენტინას ძლიერ ჩაეხუტა და შინ შეგვიძღვა.

- ნათანიელ, მე და ნიკოლი ზევით ავდივართ, თუ რამეში დაგჭირდე.

- კარგი.

სამზარეულოში შევედი და დახლთან ჩამოვჯექი.

- არ გშია, ნეით?

- მშია, მისის ბენეტ.

- აქ შეჭამ?

- კი, დაგელოდები.

დამღლელი დღისა და ვახშმობის შემდეგ, ჩემს კაბინეტში შევედი და ღამის 4 საათამდე დოკუმენტებს კიდევ ერთხელ გადავხედე. ხუთის წუთებზე კი ოთახში ვალენტინა შემოვიდა.

- კიდევ გღვიძავს?

- საბუთებს ვამოწმებ.

- და ხვალ უენერგიოდ არ იქნები?

- დღევანდელი პრობლემებია ჯერ მოსაგვარებელი.

- კიდევ დიდხანს უნდა იჯდე?

- რამდენიმე საათი.

- ყავას მოგიტან.

- შენ რატომ არ გძინავს?

- გრეგორი დამესიზმრა.. მეხებოდა.. ისევ..

ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი. მივეხუტე.

- ახლა აქ ხარ, ჩემთან. იმას ნამდვილად ვერ გეტყვი, რომ შენს დემონებს სამუდამოდ გავაქრობ, მაგრამ მენდე, ფიზიკურად ვეღარ მოგეკარება.

- ასე დარწმუნებით?

- და ვის გგონია ელაპარაკები?

- ნათანიელ მასაროტოს.

- და გგონია, ვხუმრობ?

- აღარ.

ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში ორი ყავის ჭიქით ხელში დაბრუნდა.

- მითხარი, რომელ საბუთებზე გჭირდება დახმარება და დაგეხმარები.

ფურცლებისკენ მივუთითე და საქმეს შევუდექით.

დოკუმენტებიდან თავის წამოწევა მხოლოდ დილის 6 საათზე თუ მოვახერხეთ. მეორე სართულზე ავედით, წყალი გადავივლეთ და სასაუზმოდ სამზარეულოში შევედით. მზარეული ჯერ არ მოსულიყო და საუზმის მომზადება ვალენტინამ საკუთარ თავზე აიღო. საკვები მსუბუქი და რაც მთავარია, გემრიელი გამოუვიდა.

- საღამოს გაქვს გეგმები?

- შენს სახლში ჯდომას და შენთან კომუნიკაციას თუ გეგმად მიიჩნევ, კი.

- გასვლას აპირებ სადმე?

- არა.

- ხოდა ნება მომეცი, ერთი შენობა გაჩვენო.

- მასაროტოების ფირმის ახალი სასტუმრო?

- დაახლოებით. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პირველი ადამიანი იქნები, ჩემს შემდეგ, ვინც დასრულებულ ვერსიას ნახავს.

- ზედმეტად დიდ პასუხისმგებლობას ხომ არ მანიჭებ?

- ვერ დაგეთამხმებით, მის რივერა. სამუშაო დღის დასრულებისთანავე წავიდეთ.

"კონტრაქტის თანახმად"Onde histórias criam vida. Descubra agora