ზღურბლთან ბიანკა, კრისტიანი, ნიკოლასი და ლეა იდგნენ.
- ღამის 3 საათზე? სერიოზულად?
- ოხ! არ გაგიხარდა ჩვენი ჩამოსვლა? ვალენტინა! როგორ მომენატრე!
- მეც, ძალიან, ლეა!
ლეა და ნიკოლასი ჯერ ვალენტინას გადაეხვივნენ, ხოლო მშობლები - მე, შემდეგ პირიქით.
- კიდევ კარგი არ გეძინათ. ნიკოლასმა აიტეხა, ვალენტინა რამდენი ხანია არ მინახავსო და ჩვენც წამოვედით.
- არ გშიათ?
- არა, ოთახებში გადავნაწილდებით და დავიძინებთ აწი.
- კარგი, ბიანკა. მეორე სართულზეა 3 საძინებელი თავისუფალი, ტკბილი ძილი და დილით შევხვდებით.
- ტკბილი ძილი, საყვარელო.
ჩემს ოჯახს კიდევ ერთხელ გადავეხვიეთ და კვლავ საძინებელში დავბრუნდით.
- წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება ნიკოლს ბებია-ბაბუას ნახვა.
- საყვარელი ბავშვია და ბედნიერებას იმსახურებს.
გამიღიმა და თვალები მინაბა. დაიძინა.
მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ გამებედნიერებინა მეორე დღეს და მალე ბრწყინვალე იდეაც მომივიდა.
დილის 9საათზე ჩვენს საძინებელში პატარა ქალბატონმა შემოირბინა და საწოლზე ამოძვრა.
- დილა მშვიდობისა, ნეით!
- დიდი ხანია, გაიღვიძე?
- კი, დე.
- ხო არ გშია?
- კიი!
- კარგი, წამოდი და ვისაუზმოთ ყველამ ერთად.
- მე და ნიკოლიც მოგეხმარებით.
აბაზანაში შესვლისა და მოწესრიგების შემდეგ, სამზარეულოში გავედით და ოთხი სახის ოლადებისა და ტოსტის მომზადება დავიწყეთ, როგორც დიდ, იტალიურ ოჯახს შეეფერება. მალე ყველანი ჩამივიდნენ და ერთად მივუსხედით უზარმაზარ მაგიდას.
- ბავშვებო, დღეს რა გეგმები გაქვთ?
- მინდა, ვალენტინა და ნიკოლი საციგურაო მოედანზე წავიყვანო, საღამოს კი... ჩემი მეუღლისთვის მაქვს პატარა სიურპრიზი და ნიკოლს თუ დაიტოვებთ ან გაასეირნებთ, დიდად დამავალებთ.
- ოჰო! სად მივდივართ?
- ნუ ცდილობთ ინფორმაცია გამომძალოთ, მის რივერა.
- უკვე მისის მასაროტოა, ნეით!
- ვალენტინამ ქორწინების შემდეგ თავისი გვარიც დაიტოვა. ახლა ის მასაროტო-რივერაა.
- ლამაზად ჟღერს.
- მადლობა, კრისტიან, მეც ასე ვფიქრობ.
- არაა პრობლემა, ჯერ ჩემს მშობლებთან წავალთ, შემდეგ ბიძია ლიამს ვესტუმრებით. თქვენც ხომ წამოხვალთ, ქალბატონო კეროლაინ?
- კი, ბიანკა. და თქვენობით ლაპარაკი არაა საჭირო, უკვე ერთი ოჯახი ვართ.
- ძალიან კარგი. ნიკოლას, ლეა, თქვენ რას იზამთ?
- გავიგე, აქ ახალი კლუბი გაიხსნაო, იქ ვაპირებდი წასვლას. ლეა, წამოხვალ?
- კიი, ოღონდ ჯერ აქაური მეგობრები უნდა ვნახო და გვიან შევხვდეთ.
- ვსო, ანუ ყველაფერი მოგვარებულია. გასაღებები ყველამ წაიღეთ, რომ ქუჩაში არ დარჩეთ ან ლოდინი არ მოგიწიოთ.
- ვალენტინა, სანამ შენ და ნეითი წახვალთ, არ გინდა სპა პროცედურებზე წავიდეთ?
- კი, რა პრობლემაა.
- მეც მინდა წამოსვლა.
- შენთვის არ შეიძლება, ბე. მე, ბაბუა, კეროალაინი და შენ ატრაქციონების პარკში წავიდეთ. ხომ გინდა?
- კიი! - მხიარულად შესძახა პატარა ნიკოლმა და მე და ვალენტინამაც ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ. არც ერთი ველოდით ბიანკასგან ასეთ მიმართვას. ჩვენი ოჯახი ნელ-ნელა უფრო და უფრო იკვრებოდა.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...