თავი XXI

156 11 7
                                    

სასტუმრო ოთახში დავბრუნდი და კვლავ სამეგობროში გავერიე. ოციოდე წუთში ჩემთან ვალენტინა მოვიდა.

- არ წავიდეთ?

- კი, ახლავე. ჯერ ჩემებთან გავიაროთ და მალევე დავბრუნდეთ.

- კარგი.

- აბა, ჩვენ წავედით. მშვიდობიანი ღამე ყველას!

- თქვენც, ნეით და მომწერე, რა იქნება.

- კარგი, ლეტიცია. არ ინერვიულო.

ნიკოლთან და რივერასთან ერთად მასაროტოების მამულში წავედი.

- გამარჯობა, ბატონო კრისტიან.

- გამარჯობა, ვალენტინა. შეგიძლია ცოტა ხნით დაგვტოვო?

- რა თქმა უნდა. ჩაის დავლევ ლეასთან ერთად.

- მადლობელი დაგრჩები.

 ვალენტინა წავიდა, თუ არა, მამაჩემმა ტონს აუწია.

- ნიკოლასი ჩავიდა უკვე მაიამიში, ლუკრეციამ დარეკა ნახევარი საათის წინ.

- ძალიან კარგი, ცოტა გამეცლება და ვეღარ დავნახავ. სხვაგვარად დაულურჯებელი ადგილი აღარ დარჩებოდა.

- კარგი, შეწყვიტე და ის მითხარი, საბოლოოდ რა გადაწყვიტე?

- ფულს ვუხდი მათი თავისუფლების სანაცვლოდ.

- მარტივად ვერ მოგვარდებოდით.

- სიმართლე რომ ითქვას, არც შევთანხმებულვართ იოლად.

- რა თანხაზეა საუბარი?

- 8,7 მილიონი ამერიკული დოლარი.

- გაგიჟდი?

- მიყვარს და არ მივცემ იმის უფლებას ყოფილ ქმართან დაბრუნდეს და ყოველ დღე ნაცემი მოვიდეს სამსახურში. ნიკოლიც ცოდოა სტრესულ გარემოში.

- საყვარლის ყოლა საჭიროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი გოგონას გამო ნახევარი წლის მოგება უნდა გაანიავო. ასე არ შევთანხმებულვართ. და საერთოდ, მეგონა, ლუსი საკმარისი იყო.

"კონტრაქტის თანახმად"Donde viven las historias. Descúbrelo ahora