მთელი დღე მე და ნიკოლი ერთად ვთამაშობდით, ვალენტინას სამზარეულოში ვეხმარებოდით და ხვალინდელი დღის ორგანიზაციულ საკითხებს განვიხილავდით. თურმე რამდენი რამის გაგება შეიძლება ადამიანებზე ასეთი მარტივი საუბრებით. აქამდე არ ვიცოდი, რომ ჩემს გოგონას ასე უყვარდა იტალიური ტკბილეული, ზღაპრები და სათამაშოები. ალბათ მის ასეთ გატაცებაში ვალენტინას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ეს მისი ყოველი გამოხედვიდანაც ჩანს. მუდმივად ცდილობს ჩემი ოჯახის კულტურაზე რაც შეიძლება მეტი შეიტყოს და შვილს გაუზიაროს. ბოლოს და ბოლოს ნიკოლი ხომ ჩემი შვილიცაა. ამ ფრაზის გამეორება კი ასე მგონია, არასდროს მომბეზრდება.
შუადღეს, როცა პატარა ქალბატონმა დაიძინა, მე და მისის მასაროტო ბუხართან განვმარტოვდით. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არასდროს ციოდა, მუდმივად ენთო ბუხარი. ეს კი ჩვენთვის ლამაზ მოგონებებთან იყო ასოცირებული. ასეთ დროს შეუძლებელია წამით მაინც მოაშორო მზერა ვალენტინას. ქალს, რომელიც მუდამ ხელს მკრავს, თუმცა რომლის თვალებშიც მუდმივად ჩანს სიყვარულის ნაპერწკლები. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ შემიყვარდა თავიდან.
არც კი ვიცი, რამდენად სწორია ჩემგან ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ზრდასრული ინდივიდისთვის რომ არაა მარტივი სქესობრივი ცხოვრების უქონლობა, ეს თქვენთვისაც იქნება ნაცნობი. მიჭირს არ შევეხო იმ ადგილებში, სადაც აქამდე თვითონ მთხოვდა შეხებას, რთულია, არ მოვეხვიო, როცა იგი მწყურია და გავუმკლავდე მასთან გაღვიძებას მაშინ, როცა ჩვენი ინტიმური ზღვარი მხოლოდ კოცნაზე გადის. საინტერესოა, თვითონ როგორ ძლებს ამ სიახლოვის გარეშე.
. . .
- სად მიგყავართ?
- ჯეისონმა ყველა თეატრში გადარეკა და იტალიური საახალწლო სპექტაკლი აღმოაჩინა. მინდოდა გენახათ.
- ოჰო!
- შენ რას ფიქრობ, ჩემო პრინცესავ?
- მაინტერესებს! იტალიურად იქნება? რამე რომ ვერ გავიგო..

BINABASA MO ANG
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...