თავი XXXII

122 9 10
                                    

დილით, საუზმის შემდეგ, ჩემი პიჯაკის ჯიბეში საათი ვიპოვნე. მის დასაბრუნებლად პენელოპეს ნომერში მივაკითხე. კარი ღია იყო. დავუძახე.

- შემოდი, აბაზანაში ვარ.

კარი გავხსენი და პენელოპეც ჯაკუზიდან ამოვიდა.

- ყველაფერი რიგზეა?

ჩემკენ გადმოიხარა და ხალათი აიღო.

- საათი გამყვა და ვიფიქრე, შენი იქნებოდა.

- ოჰო! და რატომ ჩემი, არ ჩუქნი შენს მეუღლეს საათებს?

- ვალენტინას სხვა ღირებულებები გააჩნია. შენია საათი?

- კი. მადლობა, თუმცა არა მგონია, შემემჩნია მისი დაკარგვა. დალევ რამეს?

- ყავას.

პენელოპემ ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა. ყავის სმასთან ერთად ცოტა ვილაპარაკეთ. შემდეგ კი ადმინისტრატორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჯეისონი ნომერში ამოდიოდა. რამდენიმე წამში ჩემი ძმაც გამოჩნდა. პენელოპემ კარი გაუხსნა და ნომერში შემოიპატიჟა. ჯეისონიც მას გადაეხვია და მალევე ჩამკენ წამოვიდა.

- ელენამ მითხრა, რომ ამ ნომერში იყავი.

- იქნებ, ვის ვხვდებოდი.

- მაშინ შემდეგში გაითვალისწინე, რომ თანამშრომლები ყველაფერს ხედავენ და შენი ოჯახის წევრებსაც გვეუბნებიან. რა არის დასამალი შენს აქ ყოფნაში?

- ვალენტინა ისედაც ცუდადაა და არ მინდა, რამე სისულელე უთხრან ჩემზე.

- სწორედ მაგის სათქმელად მინდოდა შენი ნახვა. ყველაფერი რიგზეა მაიამიში, ლეტიცია ელაპარაკა და ლეამ რამდენიმე დღით ჩააკითხა.

- როგორც აღმოჩნდა, თქვენ უფრო ახლოს ხართ ჩემს მეუღლესთან.

- ყველაფერი დროებითია, ნეით.

- ჯეისონ, რა ხდება, იმდენი რამ გავიგე შენზე! ბავშვს როდისთვის ელოდებით?

- 2-3 კვირაში და ვერც კი აღვწერ, როგორ ველოდებით მის დაბადებას. შენ როდემდე ხარ აქ?

- ჯერ-ჯერობით არ ვიცი, თუმცა შენი შვილის დაბადების დღეს დიდი ალბათობით აქ ვიქნები.

- ძალიან კარგი.

- არა მგონია, შენი ცოლიც ასე ფიქრობდეს.

- რთულად იცვლის ადამიანებზე შთაბეჭდილებებს.

- მართალია.

- ნეით, არ აპირებ დღეს ფირმაში მოსვლას?

- ვაპირებ და შენი დახმარება მჭირდება. დაუკავშირდი პიარ მენეჯერს და უთხარი, ახალი იდეები მჭირდება 5 საათისთვის. საკონფერენციოში დამხვდნენ.

- შენს მდივანს ვერ ეტყოდი?

- რამდენიმე ადამიანთან უნდა შემახვედროს, არ სცალია.

- კარგი, წავალ მაშინ.

- ნეით, სახლამდე ხომ წამიყვან?

- კი, ოღონდ ჩაცმას დაუჩქარე.

ჯეისონი წავიდა, ხოლო მე პენელოპეს 10 წუთი ველოდებოდი. საბოლოოდ ძლივს გამოვიდა და ჩემს ავტომობილშიც ჩავსხედით.

- აქამდე ვერ მოვახერხე თქმა და მადლობა გუშინდელისთვის. შენ რომ არა, ვინ იცის, სად გავიღვიძებდი.

- არ არის პრობლემა, მტრებად არ ვქცეულვართ.

ამასობაში მის სახლამდეც მივედით და მანქანა გავაჩერე. პენელოპემ ღვედი შეიხსნა, ჩემკენ გადმოიხარა და პრესზე თითები ამატარა.

- არ ამოხვალ?

- მეჩქარება.

მაშინვე ხელი კისერზე დამადო და ნიკაპთან მაკოცა.

- შეხვედრამდე.

გადავიდა თუ არა, მდივანს დავურეკე და შეხვედრის ადგილზე შევუთანხმდი. სიჩქარეს მოვუმატე და დანიშნულების ადგილისკენ ელვის სისწრაფით წავედი. იქ ხომ იმ ადამიანებს უნდა შევხვედროდი, ვის გამოც ვალენტინა გამირბოდა. ისინი ჩვენი შვილის დაკარგვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now