თავი XXXVIII

120 8 12
                                    

საღამოს 4საათზე მე, ვალენტინა და ნიკოლი ერთად ყინულის მოედანზე წავედით. აღსანიშნავია ისიც, რომ სრიალის გამოცდილება აქამდე არც ერთ მათგანს ჰქონია. მეც ვისარგებლე ამ შესაძლებლობით და მათთან ერთად გავიხსენე უზრუნველი ბავშვობა. პირველი გაკვეთილი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა და ორივე შესანიშნავად ამყვა. რამდენიმე ერთობლივი წაქცევისა და საუკეთესოდ გატარებული დროის შემდეგ, სამივენი იქვე, ულამაზეს კაფეში შევედით და ვისადილეთ.

- აბა, როგორ მოგეწონა დღევანდელი დღე?

- ძალიან! - შესძახა პატარა გოგონამ და თვალები გაუბრწყინდა.

- მიხარია. ბებიებმა ისეთ ლამაზ ადგილას უნდა წაგიყვანონ.. ძალიან მოგეწონება. ბავშვობაში სულ ამ პარკში დავყავდი კრისტიანს და ბიანკას.

- თან პირველად მიდის ასეთ პარკში.

- პირველად?

- კი. სადაც ვცხოვრობდით, დიდად აღმაფრთოვანებელი არაფერი იყო.

- კარგი, აუცილებლად გამოვასწორებთ.

8 საათი ხდებოდა, როდესაც სახლში დავბრუნდით და პაპა-ბებიებმა ნიკოლი სასეირნოდ გაიყვანეს.

- ჩვენ რომელზე გავიდეთ?

- გამოვიცვალოთ და წავიდეთ.

- რა სტილი ჩავიცვა?

- კომფორტულად, მაინც სულ ლამაზად გამოიყურები.

ოციოდე წუთში ვალენტინა ჩამოვიდა, ხელი წელზე მოვხვიე და ავტომობილის კარი გავუღე.

- ასეთი ჯენტლმენობაც არაა საჭირო.

- ყველაფერი ჩემი მეუღლისთვის.

- და მაინც.. ვერ გავიგე, სად მივდივართ..

- რამდენი წლის იყავი, როდესაც გრეგორს შეხვდი?

- ჩვიდმეტის, 20 წლის ასაკში კი უკვე ცოლად მომიყვანა.

- არაფერი ემჩნეოდა?

- პათოლოგობას თუ გულისხმობ - არა. ჩვეულებრივი, ვითომ და კარგი მანერების ბიჭი იყო. ხელის დარტყმა უკვე ნიკოლის გაჩენის შემდეგ დაიწყო, რაც..

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now