ზოომაღაზიიდან დაბრუნებისას, მოულოდნელად წვიმა დაიწყო და სახლთან ახლოს მე და ვალენტინა წვიმაში მოვყევით. მეც პიჯაკი გავიხადე და ვალენტინას თავს ზემოთ დავუჭირე, რათა სახლამდე არ გალუმპულიყო.
- ძალიან მენატრებოდი.
- მეც, ნათანიელ.
- მაგრამ მთელი დღეა, ხმას არ იღებ.
- თავს კარგად არ ვგრძნობ.
- შემიძლია დახმარება?
- ვშიშობ, რომ არა.
წვიმა კვლავ მოდიოდა, ჩვენც სახლისკენ გავიქეცით. ჭიშკართან შევჩერდით და ერთმანეთს შევხედეთ. გაგვეღიმა. მეც მისკენ გადავიხარე და ვაკოცე, მივიხუტე და ერთიანი ძალებით კარისაკენ გავემართეთ. ზღურბლთან ნიკოლი შეგვხვდა.
- მოიტანეთ?
- კი, ჩემო ლამაზო. საბელი, საყელური, დასაბანი შამპუნი, საჭმელი, სასუსნავები, ვიტამინები, სავარცხელი, საწოლი.. ყველაფერი წამოვუღეთ.
- მადლობა, ნეით!
- მოდი, დავბანოთ და გავუკეთოთ საყელური.
- უნდა დაიძინოს უკვე ნიკოლმა, გვიან დავბანოთ მე და შენ.
- კარგი.
- ბავშვებო, ნიკოლს მე დავაძინებ, თქვენ დაისვენეთ.
- მადლობა, დე.
ნიკოლს გადავეხვიეთ, ტკბილი ძილი ვუსურვეთ და ისიც უმალ ბებიას გაჰყვა.
- დალევ ყავას?
- არა, მადლობა, შენ დალიე.
ვალენტინამ უკოფეინო ყავა დალია და ჩვენც ლეკვი აბაზანაში შევიყვანეთ. ნახევარ საათში ორივენი გაწუწულები გამოვედით, ლეკვი გავამშრალეთ, საყელური გავუკეთეთ და იატაკზე დავსვით. ისიც მყისვე თავისი საჭმლისაკენ გაიქცა. მე და ვალენტინა საძინებელში შევედით, მან გამოცვლა დაიწყო, მე კი აივანზე მოსაწევად გავედი. ხუთიოდე წუთში ისიც გამოვიდა და მკითხა:
- არ იძინებ?
- ხო, მოვდივარ.
ოთახში შესვლისთანავე ტანსაცმელი გავიხადე და შარვალი ჩავიცვი. დავწექი.
KAMU SEDANG MEMBACA
"კონტრაქტის თანახმად"
Romansaტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...