ექვსის ნახევარზე უკვე საავადმყოფოში ვიყავი. ჯეისონი გვერდს მიმაგრებდა, მაგრამ ერთადერთი ვისი ნახვაც მინდოდა,ვალენტინა იყო.
თეთრი კედლები, პალატები, ექიმები.. და ბიანკა.
- რა ხდება, დე? სადაა ვალენტინა?
- დამშვიდდი, ნეით. ამ პალატაშია.
წამით აღარ დავლოდებივარ, ისე შევხსენი კარი და მწოლიარე, ტანჯული ვალენტინას გვერდით ნიკოლასი დავინახე. საწოლის გვერდით იდგა და მისი ხელი ეჭირა.
- ვალენტინა..
- დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული, მიეძინა.
- რა მოხდა?
- დერეფანში გავიდეთ და მოგიყვები.
საკუთარ ძმას გავყევი და საბოლოოდ ჰოლში აღმოვჩნდი.
- რა მოუვიდა?
- სულ თავიდან რომ დავიწყო, გუშინ ჩამოვედი და დღეს შენს სასტუმროში შევლა გადავწყვიტე. მეხუთე სართულზე ლეა, ლეტიცია და ლუსი შემხვდნენ, შემდეგ უკვე მერვე სართულის ვერანდაზე ვალენტინა. გრეგორს ელაპარაკებოდა და საუბარი არც თუ ისე სასიამოვნო ჩანდა. უცებ დავინახე, როგორ ამოიღო იმ არამზადამ იარაღი და დაუმიზნა. მის რივერაც წამში აივნის ჯებირს მიანარცხა და ისიც ჩაიკეცა. მაშინვე მივედი, გრეგორს რამდენჯერმე დავარტყი და დაცვას დავუძახე. ვალენტინა შეშინებული მიყურებდა. უცებ მის კაბაზე სისხლი შევამჩნიე. ლაქები იზრდებოდა და ნაჭერს უფრო და უფრო ედებოდა. ვკითხე, თუ მოასწრო მისთვის სროლა, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღე. მაშინვე სახე შეეცვალა და სიტყვა ბავშვის ყვირილი დაიწყო. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ მალევე გამახსენდა მისი ორსულობის ამბავი. სწრაფად ჩავსვი მანქანაში და აქ წამოვიყვანე.
- ჯანდაბა! სრული ნაძირალა!!
ფეხი ვკარი საავადმყოფოს ინვენტარს და გამვლელმა ექთანმაც დამშვიდებისაკენ მომიწოდა.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...