როდესაც ყველანი ოთახებში ავიდნენ, პირველი საძინებლისკენ ვალენტინა წავიდა. მეც გავყევი. კარი შევაღე თუ არა, დავინახე, ულამაზესი შეფერილი სხეული, რომელიც კაბის გახდას ლამობდა.
- გინდა, დაგეხმარო?
- როგორმე ჩემით გავხსნი ელვას.
ამ მომენტში ჩვენი პირველი ერთად გატარებული ღამე გამახსენდა. როცა ორივე ფარსის ნაწილი ვიყავით და ჯერ ვალენტინას სახლში შეგვაცდუნა გახდაში მიხმარებამ, შემდეგ კი სასტუმროს ნომერში.
თითოეული წამი თვალწინ წარმომიდგა და თავი სხვა, სრულიად უპრობლემო, სასიამოვნო სამყაროში ვიგრძენი. იქ მხოლოდ ჩვენი ხმა ისმის და ექოს წყალობით ყოველი ამოსუნთქვა და კვნესა ორმაგდება.
მხოლოდ მაშინ შევფხიზლდი, როცა ვალენტინა ჩაწვა. მე ჯერ კიდევ კედელს ვეყრდნობოდი.
- აქ იძინებ?
- არ შეიძლება?
- მეგონა, პენელოპეს საწოლი გერჩივნა.
- ოდესმე მორჩები ამ საუბარს?
- შეგიძლია დაწვე.
პერანგი შევიხსენი, გამოვიცვალე და მივუწექი. წელზე ხელი შემოვხვიე და ჩემკენ მოვწიე. ყელთან ადგილი ვიპოვე და თავი ჩავრგე. კოცნა დავუწყე.
- ჩვენი შეთანხმდება გაიხსენე, ნათანიელ. ახლა დასვენება მჭირდება.
სხვა გზა არ მქონდა გადმოვბრუნდი და თავი ძილს მივეცი. თითქოს ნელ-ნელა ვეგუები "კასტრირებულ" ცხოვრებას, ეს კი შინაგანად მანგრევს.
* * *
თვალები რომ გავახილე, დილის 9 საათი იქნებოდა. რეფლექსურად ხელი ვალენტინას მხარეს გადავდე, თუმცა მხოლოდ ცარიელი სივრცე შემრჩა. საწოლის მისი ნაწილი ალაგებული იყო, ტუმბო კი ცარიელი. წყლის ჭიქაც კი უკვალოდ გამქრალიყო. უცებ წამოვდექი და იმ ოთახში შევედი, სადაც ნიკოლი მეგულებოდა. ისიც იმდენად უკაცრიელი დამხვდა, თითქოს მასში არავის არასდროს დაუძინია.
საძინებელში დავბრუნდი და ტელეფონით მასთან დარეკვა ვცადე. ესეც უშედეგოდ. სასწრაფოდ გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი. გზად მხოლოდ დედამისი შემხვდა და დროც არ დავკარგე:
- ვალენტინა და ნიკოლი ხომ არ გინახავთ?
- წავიდნენ.
- სად?
- მაგას ვერ გეტყვი, ჩემო ბიჭო, სასტიკად ამიკრძალა.
- მალე დაბრუნდება?
- არ ვიცი. ხომ ხედავ, როგორი განადგურებული დადის ბოლო თვეებია. მეც კი ვეღარ ვცნობ. რა გითხრა, ვერ ვხვდები. მხოლოდ იმით დამშვიდება შემიძლია, რომ კარგადაა. ყოველ შემთხვევაში, იქნება.
- კარგი, მადლობა. როცა ჩემები გაიღვიძებენ, უთხარით, რომ სასწრაფოდ წასვლა მომიწია.
ვფიქრობდი ყველაფერზე, ტვინი თითქოს მეტს ვეღარ გაუძლებდა და ერთხელაც უბრალოდ ადუღდებოდა. მათთვის საჩუქრის მიცემაც ვერ მოვასწარი, დილას ველოდებოდი.
მობილურზე ჯეისონის სახელი დაეწერა.
- როგორ ხართ? შერიგდით, გვრიტებო?
- წავიდა.
- სად?
- არ ვიცი! მაგის გარკვევას ვცდილობ.
- მე როგორ შემიძლია დაგეხმარო?
- გადარეკე, სადაც შეგიძლია..
- ვეცდები, რამე გაგიგო.
- შენ ლეტიციასთან ხარ ისევ?
- ხოო, ვერ ვტოვებ. სულ ჰგონია, რომ ნებისმიერ წამს დაეწყება მშობიარობა.
- ყველა როგორი არეული ვართ, ჯეისონ...
- შენ არ ინერვიულო, ყველაფერი მოგვარდება.
- რამდენი თვეა ამას მეუბნები, იაზრებ მაინც?
- ხოდა ხო უნდა ჰქონდეს ლოგიკური დასასრული.
- კარგი, მიდი.
ტელეფონი გავუთიშე. პირველი ის გამახსენდა, რომ შეიძლებოდა ჩვენს სახლში ყოფილიყო, თუმცა იქაც ვერ ვიპოვე. მაშინ კი ეზოში გავედი და კოლოფიდან ხუთი ღერი სიგარეტი ამოვიღე. ვიცოდი, ფიქრი დიდ ხანს მომიწევდა.
![](https://img.wattpad.com/cover/290691642-288-k480185.jpg)
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...