გავიდა თუ არა, მეც გავყევი. იქვე, ოთახში შესვლისთანავე ატირდა და კედელს იატაკამდე ჩაუყვა.
- ხომ იცი, რომ არაფერი გვაკავშირებს მე და პენელოპეს.
- წარსულის გარდა? ცოტა გგონია? შენ როგორ იგრძნობდი თავს, წლების წინ უკვალოდ დაკარგულ ყოფილ შეყვარებულს რომ ყოველდღე ვხვდებოდე, ვუცინოდე, ვეხებოდე, მწერდეს და ვპასუხობდე! რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ძველი, განსაკუთრებით კი პირველი სიყვარული, მცირედ გრძნობას მაინც ტოვებს. თან თუ ის ადამიანი კვლავ გამოჩნდა... ვნება თავიდან იბადება. შენ გგონია, ვერ ვხედავ როგორ გიყურებს? როგორ გჭამს თვალებით! იცი, რას მახსენებს ყოველ შეხვედრაზე? როგორ არ გინდოდა ცოლი, როგორ ერთობოდი ჯერ მასთან, შემდეგ უამრავ ქალთან, ლუსისთან და ახლა ჩემთან. სულ მეუბნება, ალბათ, რთული ვითარება გქონდათ, თორემ რატომ იქორწინებდა შენზეო! შვილის ყოლას არ აპირებდა და პატარა გოგონათი შეგიკედლა, თავის დაცვაც ვერ შეძელი და ძლივს იგრძნო საკუთარი შვილის ყოლის ბედნიერება, ისიც არ შეარგეთ შენ და შენმა ორგანიზმმაო. გესმის, როგორ ვარ?! ძალიან მტკივნეულია უკვე აქ ყოფნაც, შენი ყურება და შენს ოჯახთან ერთ სუფრაზე ჯდომა, როცა ვიცი, რომ არც კრისტიანს მოვწონდი თავიდან, არც ნიკოლასს, ძლივს გული მოვიგე და ისევ ყველაფერი გავაფუჭე!!! მიყვარხარ, ნათანიელ, უკიდეგანოდ მიყვარხარ, მაგრამ ვერც იმ გრძნობას ვშველი, რომ მძულხარ! თანაც იმიტომ კი არა, რომ რამე ცუდი გამიკეთე! პირიქით, ჩემმა უნიათობამ ქნა ეს! სიზმრები ძლივს მოვიშორე, მეგონა, გადაიარა ტრავმამ, თუმცა, ვეჭვობ, ეს ტკივილი ბოლომდე არასდროს გაივლის. არ მინდა, ჩემთან მხოლოდ ვალდებულების გამო იყო! თუ შენთვის პენელოპე რამეს ნიშნავს და ის გინდა, უბრალოდ მითხარი. ასე ყველაფერი გამარტივდება. მთელი ცხოვრება ტანჯვაში გავატარე და აღარ მინდა დამატებითი დრამები. უბრალოდ შენს გრძნობებს მიჰყევი და არ შემომწირო შენი ცხოვრების საუკეთესო წლები. ცალ-ცალკე უკეთ ვიქნებით. ისედაც აშკარაა, რომ ის სიახლოვე უკვე დავკარგეთ, რაც დასაწყისში გვქონდა!
- ვალენტინა..
- გთხოვ, ახლა ნურაფერს მეტყვი. შობის ღამეა და არც მინდა დღეს შენგან პასუხის მოსმენა. კარგად დაფიქრდი და ისე აირჩიე, ზრდასრულები ვართ და ერთმანეთის გაგება შეგვიძლია. ახლა ჩავიდეთ, ალბათ გველოდებიან.
- ნიკოლი?
- რომ გაეღვიძა, ხმას გავიგდებდით.
ცრემლები მოვწმინდე და პირველ სართულზე დავბრუნდით.
- ხომ არ გავაღვიძეთ ხმაურით?
- არა, ყველაფერი რიგზეა, ბიანკა.
- შობას გილოცავთ, ჩემო ადამიანებო. მიყვარხართ და მინდა სულ ბედნიერები იყოთ!
- გილოცავთ! - გაისმა ერთხმად.
სასიამოვნო საღამო იყო, თუ, რა თქმა უნდა, ვალენტინასთან ურთიერთობის გაუარესებას არ ჩავთვლით. მესმის, რომ არავისთვისაა მარტივი, როცა მეუღლე ყოფილთან კონტაქტს აგრძელებს. ჩვენი სიტუაცია პენელოპეს გამოჩენამდეც დაიძაბა. რატომღაც ჰგონია, რომ ჩემთვის არ ყოფილა რთული ბავშვის დაკარგვა. იმასაც ვერ ხვდება, რომ ძალიან კარგად მესმის, ყველაფერში მისი ყოფილ ქმარია დამნაშავე და თავად ვალენტინას არაფერს ვაბრალებ. ნიკოლი მართლა ძალიან ძვირფასია ჩემთვის და თითქოს გაამარტივა მომავალში ჩემი, როგორც მამის წარმოდგენა.
ოხერია ცხოვრება. ზოგჯერ ისეთი დილემის წინაშე გვაყენებს, რთულია არჩევანის გაკეთება, ზოგჯერ კი უბრალოდ თავიდანვე იცი, რასაც ამჯობინებ. და ისმის ლოგიკური კითხვა - ვიცოდი კი რა მინდოდა მაშინ? 5 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი ცოლსა და ვაჟიშვილივით ინტიმის გარეშე ცხოვრებას.
მთავარი ისაა, მკითხველო, რომ ამ თავგადასავალში ყველა ერთად ვართ. ნელ-ნელა ისტორიები იხსნება და პაზლი ერთიანდება.
![](https://img.wattpad.com/cover/290691642-288-k480185.jpg)
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...