დარჩენილი დღე ფირმაში გავატარე და თავზე იმდენი საქმე მეყარა, ვალენტინას ზარებზე პასუხისთვისაც კი ვერ გამოვნახე დრო. ავტომობილში ჩაჯდომამდე კი ლეტიციამ დამირეკა:
- ნეით, საღამო მშვიდობის. ვალენტინასთან ვიყავით მე და ლეა, რაც ჯეისონმა შენი მშობლების სახლიდან მოიყვანა. ანერვიულებული იყო, ცოტა იტირა და რომ დამშვიდდა, წამოვედით. ეცადე, ყურადღება გადაატანინო, მაგრამ თავად რამდენად მოგცემს ამის საშუალებას, ვერ გეტყვი. რა საცოლე, ნეით, ნორმალური ხარ? ან ჯერ რივერასთვის მაინც გეთქვა, შოკში იყო გოგო. თან ამდენი არეულობის ფონზე! კრისტიანი ცალკე გადაირია.
- კარგი, მივალ და ვნახოთ, რა იქნება.
- ჩვენთან გამოიარეთ, თუ გინდათ.
- ვეტყვი და გაგაგებინებ.
- მიდი, გკოცნით მე და შენი ძმიშვილი.
- მეც.
ტელეფონი მგზავრის სავარძელზე დავდე და სახლში დავბრუნდი. კარი რივერამ გამიხსნა და სასტუმრო ოთახში შემიძღვა.
- გშია?
- რამე გამოვიძახოთ, არ შეწუხდე. თავს როგორ გრძნობ? ნიკოლი სად არის?
- ძინავს. მე ცოტა აბნეული ვარ. რატომ თქვი, რომ შენი საცოლე ვარ? ამაზე ხომ არც კი გვილაპარაკია, აღარაფერი მეთქმის გრეგორის ამბავზე.
- ხოდა იდეა მაქვს და თუ მომისმენ, ნაკლები სანერვიულო გექნება.
- გისმენ.
- შენ და გრეგორი ხომ ოფიციალურად დაშორებულები ხართ?
- კი.
- ცოლად უნდა გამომყვე. ნიკოლს ფორმალურად შვილად ვაღიარებ და ვეღარაფრით დაგემუქრება.
- შეუძლებელია.
- და რატომ?
- უფლებას არ მოგცემ ჩემს გამო ასე შეტოპო. ცოლი და შვილი? გისურვია მაინც ოდესმე? ან ერთი, ან მეორე.. ახალგაზრდა ხარ, ნათანიელ. 29 წლის.. ხომ ხვდები, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, შენთვის ცხოვრება დამენგრია და გთხოვ, ნუ ითხოვ ჩემს პრობლემაში ჩაეფლო. უკვე დამეხმარე, როდესაც მე და ნიკოლი შენთან დაგვიტოვე. როდემდე აპირებ ჩემთვის თავის შეწირვას? მიყვარხარ, მაგრამ მირჩევნია შენგან შორს ვიყო, ვიდრე გრეგორი გადაგკიდო.

YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...