თავი XX

151 12 2
                                    

- შენი აზრით, რას აკეთებ?

- რასაც საჭიროდ ვთვლი.

- ერთი და იგივეს ახსნას არ დავიწყებ. ნიკოლ, გეძინება, ხომ?

- კი.

- მოდი, დაგაწვენ საწოლში და დავიძინოთ.

- ჩემთან დარჩები?

- კი, ჩემო ლამაზო და ზღაპრები წავიკითხოთ. ხომ გინდა?

- კი.

 ნიკოლს ხელი ჩავკიდე და მეორე სართულზე ავიყვანე. საღამურები ჩავაცვი და მის საწოლზე დავაწვინე. მეც გვერდით მივუწექი და საყვარელი ზღაპრის კითხვა დავიწყე. მალევე ჩაეძინა და მეც მის გვერდით დავრჩი. ვალენტინა ამოვიდა და ნიკოლის ოთახში შემოიხედა.

- ჩაეძინა?

- რა თქმა უნდა. როდესაც ღამის 3 საათზე ბავშვს აღვიძებ და მოძალადე მამასთან მიგყავს, ვერ ვხვდები, რას ელოდი?

- ბავშვზე არ ძალადობს.

- აქ არ გვინდა ამაზე საუბარი, გაიღვიძებს და ცოდოა, ვეღარ შეიბრუნებს მეორედ ძილს.

- კარგი.

 ჩვენს საძინებელში შევედით და ხალათი გავიხადე. დავწექი.

- არც კი იფიქრო, ბავშვის იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. საკუთარი თავი თუ არ გეცოდება, ნიკოლი შეიცოდე. ან მე. 

- მესმის..

- არაფერი გესმის, ვალენტინა. ხვალ ფირმაში წამოდი, ტონა სამუშაო დაგროვდა და როგორც მახსოვს, ერთ-ერთი მთავარი განყოფილება გაბარია.

- ნიკოლი?

- ახლა ზრუნავ?

- ნათანიელ, უბრალოდ შეწყვიტე.

- ლეტიციასთან ლეა და პენელოპე უნდა გავიდნენ, თავისი შეყვარებულებით, თუ მეორე ნახევრებით. პენელოპესაც 5 წლის ბიჭი ჰყავს და ითამაშებენ ერთად. საღამოს ჩვენც იქ მივიდეთ.

 დავწექი და ვალენტინაც გვერდით მომიწვა. კედლისკენ გადავბრუნდით და დავიძინეთ. 

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now