თავი XLVIII

101 5 8
                                    

 სასწრაფოდ ნიკოლასს დავურეკე და პილოტის მოყვანა ვთხოვე:

- რომელი საათია, ნეით?! ამ დროს როგორ დავუკავშირდე, ალბათ, სძინავს.

- როგორც გინდა, ისე მოიყვანე. სხვაგვარად როგორ მოვხვდე მაიამიში?

- სად? ხომ მოვიარეთ მთელი ქალაქი?! არსადაა. ახლა ხომ ვერ გაჩნდება!

- ყველაფერი არ გვინახავს.

- კარგად დაფიქრდი, ნეით, აწონ-დაწონე. იმპულსურ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ.

- ან 10 წუთში თვითმფრინავში პილოტის გვერდით ვიჯდები, ან ჩემი არსებობა საერთოდ დაივიწყე.

- კარგი, კარგი. დავურეკავ. გამოგივლი და ერთად წავიდეთ.

- გელოდები.

 5 წუთში ნიკოლასის გვერდით ვიჯექი და თვითმფრინავიც მიწას შორდებოდა.

- მაინც ვერ გავიგე, რატომ აიკვიატე ეს მაიამი.

- ვერ მიხვდები, ძმაო. ყველაფერი არ იცი ჩვენზე. გული მიგრძნობს, იქაა.

- პენელოპემ მომწერა, შენ მოგიკითხა. რა ვუთხრა?

- ის, რომ კარგად ვიქნები. მადლობა გადაეცი.

- რამე მოხდა თქვენ შორის?

- არაფერი, ჩემთან იყო.

- ნეით!

- როგორ გგონია, ამის გაკეთება შემეძლო?

- ცოტა დაიძინე და დაისვენე. ენერგია დაგჭირდება, მთელ ღამეს ვერ გაათენებ.

- მადლობა. მშვიდობიანი ღამე, ძმაო!

- შენც.

 მოწყობილ ოთახში შევედი და ჩადგმულ საწოლზე დავწექი. როგორც ჩანს, მიმეძინა და მხოლოდ ღამის 3 საათზე გამოვფხიზლდი, როცა ნიკოლასი შემოვიდა.

- ჩამოვედით. დეიდასთან უნდა წავიდე და ნორმალურად დავისვენო. წამოხვალ?

- არა, მიდი და ვალენტინასთან ერთად მოვალ დილით.

- კარგი.

 მის გამომეტყველებაშივე იგრძნობოდა, როგორ არ სჯეროდა ჩემი, თუმცა კი ამას ჩემი ამბიცია ოდნავადაც არ შეურყევია.

 ვიცოდი, ვალენტინა თავს სწორედ იმ ადგილს შეაფარებდა, სადაც ერთ დროს მე საიდუმლოდ მივიყვანე.

 კოტეჯთან მიახლოებამდე სასტუმრო ოთახში შუქი დავლანდე. ამ დროს კი საოცარი ეიფორიის გრძნობა დამეუფლა. ამავდროულად შინაგანად საკუთარ თავსაც ვერკინებოდი. არც კი ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა ქალს, რომელსაც ამდენი ხანი ლამის სანთლით ვეძებდი.

 კარის სახელური ჩამოვწიე და დივანზე მჯდომი ვალენტინა დავინახე.

- არ მელოდი?

- ნათანიელ! მაინც მომაგენი?

- გული მიგრძნობს, რომ გინდოდა, მეპოვე.

- რა გადაწყვიტე?

 ვხედავდი, როგორ იდგა თითქოს დამორცხვილი, უძინარი, დასტრესილი და მიმდინარე მოვლენებისგან გადაღლილი. ტანსაცმელი კვლავ გაეხალისებინა. საოცრად უხდებოდა ღია ყვითელი კაბა ისედაც მშვენიერ ლამაზმანს. ხელები უთრთოდა და თვალებში გაურკვევლობა შეენიშნებოდა. აშკარა იყო, ჩემს პასუხს მოუთმენლად ელოდა. 

 მე?  მინდოდა, ყოველთვის, როცა ამ წუთებს გავიხსენებდი, საოცარი სიამოვნება და სიხარული მეგრძნო. ამიტომაც ყოველი სიტყვა ავწონ-დავწონე. 


"კონტრაქტის თანახმად"Donde viven las historias. Descúbrelo ahora