თავი L

99 9 1
                                    

*ვალენტინას პოზიცია*

  დილით, პირველად ამდენი თვის შემდეგ, ნათანიელის მკლავებში გამეღვიძა. თვალის გახელისთანავე ჩემს ქმარს გადავხედე და მანაც მზერა მომაპყრო.

- მიხარია, რომ აქ ხარ.

- მადლიერი ვარ, რომ გაქცევა შეწყვიტე.

- ნათანიელ..

 უცებ კაკუნი და ნიკოლის ხმა შემომესმა.

- დე, კარი რატომ არის ჩაკეტილი?

- ბოდიში, ჩემო ლამაზო, შემთხვევით მომივიდა. გაგიხსნით ახლავე.

- რაც გუშინდელიდან მახსოვს, შემთხვევითობას არაფერი ჰგავდა - ჩამჩურჩულა.

- დამერწმუნე, ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა, - გავუღიმე, - ჩაიცვი და გაუხსენი კარი, გთხოვ. ჩახუტება ენდომება, საწოლში ხომ ვერ დავხვდებით.

 ნათანიელი წამოდგა, ჩემკენ გადმოიხარა, მაკოცა და ჩაცმა დაიწყო.

 კარის გახსნისთანავე ნიკოლი შემოვიდა, წამით გაოცდა და მაშინვე მისკენ გაიქცა.

- როდის ჩამოხვედი? რატომ არ მნახე? ნიკოლასი და ლეაც აქ არიან? ბიანკა და კრისტიანი?

- მარტო მე ჩამოვედი. მაგრამ.. თუ შენი დედიკო დაგვთანხმდება, შეგვიძლია კვლავ ნიუ-იორკში დავბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ  ახალი წელი ორივე მხარემ უაზროდ გავატარეთ, ჯერ ისევ გვაქვს დრო, რომ მორთულ ქუჩებში ვისეირნოთ და ოჯახთან ერთად გავატაროთ დრო.

- დე, წავიდეთ?

- ჩავალაგოთ ჩანთები და წავიდეთ. არ გშია?

- კიი!

- გაიქეცი სამზარეულოში და მოვალ მეც.

  ნათანიელი მომეხუტა, გულში ჩამიკრა.

- ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადმოდგი.

- მეც მიყვარხარ. 

- ვიცი, რომ დაგვიანდა, მაგრამ არ გინდა, რომ ნიკოლთან ერთან ნაძვის ხე მოვრთოთ? მახსოვს ჩემი ბავშვობა და ყველაზე ტკბილი მოგონებები სწორედ საოჯახო დღესასწაულებისათვის მზადებას უკავშირდება. ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, ყველაფერი ახლა უხარია.

- რით დაგიმსახურე?

 ხელი წელზე მომხვია და სხეულშიც სიხარულის ტალღებმა დამიარა. 

- არ მოდიხართ?

- მოვრბივართ, დე. 

- ოღონდ ერთი პირობით, მისის მასაროტო.

- გისმენ.

- საუზმე მე და ნიკოლმა უნდა მოგიმზადოთ. შენ დაისვენე, მოემზადე და შუადღეს წავიდეთ.

- მიხარია, რომ მყავხართ.

 ტანსაცმელი გამოვიცვალე, თმა შევილამაზე და ოჯახისკენ წავედი. სამზარეულოში ჩუმად შევიხედე და თვალზე ცრემლი მომადგა. ჩემთვის ქვეყნად ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი ერთად ამზადებდა, ნათანიელი ნიკოლს საკუთარი შვილივით ექცეოდა და სახეში შესციცინებდა.

 ვხვდებოდი, ცუდად მოვიქეცი, როცა მისგან წავედი, მაგრამ წარსული ტრავმებიდან გამომდინარე, არ მინდა, ვინმეს ცხოვრებაში მეორე ხარისხოვნად ვიგრძნო თავი. მეშინია ღალატის, რადგან ლამის ყოველ დღე გრეგორის გვერდით სხვა გოგოს ვხედავდი. მეშინოდა ისე არ დამენგრია ნათანიელისთვის ცხოვრება, როგორც მე დამინგრია ყოფილმა მეუღლემ. როცა გადავწყვიტე, რომ მისთვის შვილის გასაჩენად მზად ვიყავი, ესეც კი არ გამომივიდა, რისიც უფრო მეტად შემეშინდა. კვირების განმავლობაში ვებრძოდი საკუთარ ფიქრებს, ვარსებობდი და არ ვცხოვრობდი. ისე მენატრებოდა, რომ მის გარეშე წუთსაც ვერ ვძლებდი. ისიც გამოჩნდა, თანაც როგორ.. და მივხვდი, რომ გასაქცევი არა თუ აღარ მქონდა, არამედ გაქცევის სურვილიც აღარ შემრჩენოდა. სირბილი შევწყვიტე და საბედნიეროდ, სწორედაც, რომ მის მკლავებში გავჩერდი. მინდა, დიდი ოჯახი და ბევრი შვილი ვაჩუქო. გული სიხარულით მევსება, როცა მას ბავშვებთან ერთად წარმოვიდგენ. იმედია, ამჯერად მაინც მომეცემა ამის საშუალება. 

- ყველაფერი რიგზეა, ჩემო ვალენტინა?

 - წარმოდგენაც არ გაქვს რამდენად, ჩემო ნათანიელ.

Has llegado al final de las partes publicadas.

⏰ Última actualización: Dec 11, 2023 ⏰

¡Añade esta historia a tu biblioteca para recibir notificaciones sobre nuevas partes!

"კონტრაქტის თანახმად"Donde viven las historias. Descúbrelo ahora