ნიკოლი სახლიდან გამოიქცა და ჩამეხუტა, ვალენტინა კი დედას გადაეხვია. შემდეგ ჯერი ნიკოლზე დადგა და ახლა უკვე ის წავიდა ბებიისკენ. ვუყურებდი ვალენტინას და მისკენ მივდიოდი. თავად თვალს მარიდებდა და ნელი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემკენ.
- როგორ ხარ? - მკითხა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- უშენოდ?
- თუნდაც.
- ნეტავ, რა პასუხს ელი..
- შემოდით და ვისაუზმოთ.
ყველანი სახლში შევედით და ნიკოლმა ბებია ჩემი ჩამოტანილი სათამაშოების დასათვალიერებლად გაიყოლა. სამზარეულოში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე დავრჩით.
- დაისვენე, ნათანიელ, ამხელა გზა გამოიარეთ.
- არ მინდა, დაგეხმარები.
მივუახლოვდი და სახეზე თითები მოვატარე. დავიხარე. მის თვალებში ცდუნება ამოვიკითხე. მეც არ დავაყოვნე და ვაკოცე. ნელა, მშვიდად და რაც მთავარია - ვნებიანად. ისიც წამში ამყვა და მთელ სხეულში იმპულსები ვიგრძენი. ვალენტინა მთელ ჩემს ორგანიზმს აკონტროლებდა.
ორიოდე წუთში კეროლაინი და ნიკოლი მოვიდნენ და უმალ მაგიდა გავაწყვეთ. ოჯახის მთავარმა პრინცესამ ჩემს გვერდით მოიკალათა და მთელი დღე არ დავუტოვებივარ.
- მომენტრე, ნეით!
- მეც ძალიან მომენატრე, ჩემო ლამაზო. არ გინდა, ჩემთან წამოხვიდეთ ისევ შენ და დედიკო?
- სახლში ვერ დავბრუნდები ჯერ, ნათანიელ. არ ვარ შესაბამის მდგომარეობაში.
- მე გამოგყვები.
- გამოუშვებ?
- კი. დე, ხო არ გაგიჭირდება მამასთან?
- არა.
- კარგი მაშინ. თუ მოიწყენს, ისევ წამომიყვანე, გთხოვ.
- ძალით ხო არ გავაჩერებდი.
საღამოს ბებიამ და შვილიშვილმა მაიამის დათვალიერება გადაწყვიტეს, მე ვახშამი მოვამზადე, ხოლო ჩემს მისის მასაროტოს დასვენებისთვის დრო გამოუჩნდა.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...