ვივახშმეთ, თუ არა ლეტიცია და ჯეისონი სახლში წავიდნენ.
- ხომ იცი, მარტივი არ არის საყვარელ ადამიანს ჩამიგაშორონ..
- ვალენტინა, გთხოვ, ნიკოლასის დაცვა არ გინდა.
- კარგი. რამე ცხელს ხომ არ დალევ? ყავა, ან ჩაი..
- არა, მირჩევნია, დავიძინო.
- კარგი. შემიძლია, რამით დაგეხმარო?
- საკმარისზე მეტითაც კი დამეხმარე.
- ტკბილი ძილი, ნათანიელ.
- შენც.
ვაკოცე და ზევით, საძინებელში ავედი. მას მერე არაფერი მახსოვს, მეძინა და მხოლოდ დილის 5 საათზე გამეღვიძა. ვალენტინა გვერდით არ მეწვა, რაც ძალიან მეუცნაურა და პირველ სართულზე ჩავედი. კედელთან იჯდა, მუხლები მისკენ მიეზიდა და ცრემლები შეშრობოდა.
- ვალენტინა, რა ხდება?
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა.
- რაღაც არა მგონია, სიმართლეს მეუბნებოდე.
ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. ცრემლები კვლავ ღაპა-ღუპით მოსდიოდა.
- მითხარი, რა გაწუხებს.
- არ შემიძლია..
- რატომ?
- არ მინდა ოჯახში ჩემს გამო დაძაბულობა ჩამოგიყალიბდეთ.
- ვინმემ დაგირეკა? რამე გითხრა?
- მოვიდა, ნათანიელ. ის მოვიდა..
სასწრაფოდ ავდექი და კაბინეტში შევედი. ეზოში დაყენებული იყო კამერა, რომელიც შემოსასვლელსა და სასტუმრო ოთახს მკაფიოდ აჩვენებდა. ჩანაწერები გადავახვიე, თუ არა, ნიკოლასი დავინახე. მთვრალი როგორ მოვიდა და ვალენტინა კედელთან მიიმწყვდია. რივერა ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ის უფრო და უფრო უჭერდა ხელებს და ფეხებზე ხელს ატარებდა. ვალენტინამ მოახერხა თავის გათავისუფლება და ნიკოლასი გააგდო. ცოტა ხანს კვლავ იდგა ჩემი ძმა შემოსასვლელის წინ, ხუთიოდე წუთში კი ისიც წავიდა. მას შემდეგ კი იჯდა ვალენტინა სასტუმრო ოთახში, 2 საათის განმავლობაში.
ნაგავი! ვერც კი აღვწერ, როგორ მინდოდა მისთვის თავ-ყბა გამეერთიანებინა. კაბინეტში ვალენტინა შემოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ყველაფერი ვნახე.
- არ ეჩხუბო, გთხოვ.
- შეურაცხყოფა მოგაყენა ჩემთვის ძვირფას ადამიანს და გგონია, რამე შერჩება?
- არ მინდა გადაგამტეროთ.
- შენი ბრალი არ არის ვალენტინა, მხოლოდ მისი იდიოტური საქციელების ბრალია. თავს როგორ გრძნობ?
- არ ვიცი. თითქოს ემოციები საერთოდ გაქრა და დავცარიელდი.
- მოდი ჩემთან.
მომიახლოვდა, თუ არა, ჩემს მუხლებზე დაჯდომისაკენ ვუბიძგე და გულში ჩავიკარი. ჯერ მისი ყოფილი ქმარი გამოდგა მოძალადე და შემვიწროებელი, ახლა ჩემი ძმა. რამდენი უნდა გადაიტანოს ამ ახალგაზრდა გოგომ?
- ყველაფერი კარგად იქნება. ხომ გჯერა ჩემი?
- მიყვარხარ, ნათანიელ..
- მეც ძალიან მიყვარხარ.
თავი ამოწია, მაკოცა და კვლავ ჩემს მხრებს შორის ჩაფლო.
- როგორც კი გათენდება, ლეტიციას ვეტყვი ნიკოლთან დარჩეს და ჩვენ ნიკოლასთან წავიდეთ.
- არაა საჭირო.
- საჭიროა, თანაც როგორ. ადრე, თუ გვიან, ნიკოლასს ჭკუა უნდა ასწავლონ და ეს მე ვიქნები.

ESTÁS LEYENDO
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...