ღამის 3 საათზე მობილურზე შემოსულმა შეტყობინებამ შემაფხიზლა:
"მოკლე შეხსენება ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ბარებში მარტო სიარული მოგბეზრდება💋"
- ახლაც ძალაშია?
- რა თქმა უნდა.
- გამოგივლი.
მობილური გადავდე, მოვწესრიგდი და პენელოპეს სახლთან მივაკითხე.
- მეგონა, მეუღლის გამო თავს შეიკავებდი.
- დედაჩემის ვილაზე წავიდა, რთული პერიოდი გვაქვს. თანაც რა არის ცუდი ძველი მეგობრის ნახვაში?
- მხოლოდ მეგობრები არ ვყოფილვართ, ნეით.
- წლების შემდეგ განსხვავება აღარც კი იგრძნობა.
- კარგი. სად წავიდეთ?
- სკოლაში.
- ამდენი წლის შემდეგ?
- რატომაც არა.
მთელი გზა ჩემი და ვალენტინას სიტუაციაზე ვფიქრობდი. როცა სკოლასთან მივედით კი, ავტომობილიდან გადმოვედით და დაცვის თანამშრომლებმა ჭიშკარი გაგვიხსნეს.
- ხშირად მოდიხარ აქ?
- კი, მიყვარს ეს ადგილი, თან ვაფინანსებ და შენობის გაღებას არასდროს ზარდებიან. იქნებ, ნიკოლმაც აქ ისწავლოს.
- ნიკოლი?
- ჩემი შვილია, მომავალ წელს სკოლაში უნდა შევიდეს.
- სასიამოვნო იქნებოდა მისი გაცნობა.
- ვალენტინამ წაიყვანა.
- ნეით, რამე პრობლემა გაქვთ?
- შვილი დავკარგეთ და განმარტოება სჭირდება.
- ვწუხვარ.
პენელოპე მომიახლოვდა და ბეჭებიდან სახესთან ხელები შემომხვია. იმავე წამს წამოვდექი და დერეფანში გავედი. ისიც გამომყვა.
- ცოტა ალკოჰოლი ყველაფერს გამოასწორებდა.
- რას, პენელოპე, ბავშვს დამიბრუნებს?!
- უფრო ხასიათს. მომხდარს ვეღარ შეცვლი და თუ ასე გააგრძელე, აღარც კი შეეცდები შემდეგის ყოლას.
მისი ნათქვამი არც თუ ისე სულელური ჩანდა, შედეგად კი გავყევი და ჩემი სასტუმროს ბარში მივედით. გემახსოვრებათ და ეს სატუმრო უწინ მამაჩემს ეკუთვნოდა, თუმცა თავისი ბიზნესები შვილებს გაგვინაწილა და თავადაც არ დაიჩაგრა ამ მხრივ თავი. მე და პენელოპას ხმაურში ერთმანეთის აღარც კი გვესმოდა. მიუხედავად ამისა, ბევრი დავლიეთ და მისი ერთ-ერთ ნომერში აყვანა მომიხდა. ნუ შეცბუნდებით, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში იმ დროს, დღესა და საათზე. როგორც დედაჩემი ყოველთვის მარიგებდა: "ნამდვილმა მამაკაცმა უნდა იცოდე - როგორც ქალბატონზე ხელის აღმართვა, ასევე მისი სიმთვრალის გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის, ისეთი უბადრუკი საქციელია, რომელსაც შეუძლია მთელი ცხოვრება გტანჯოს და გახსოვდეს, გოგონებისთვის ეს ბევრად მძიმეა". ვერავინ იტყვის, რომ დედაჩემის ნათქვამიდან ზუსტად სწორი ციტატა მოვიყვანე. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემი და ჩემი და-ძმების სწორად გაზრდასა და აღზრდას, თუმცა ამ ნათქვამის გახსენება ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში უადგილო იყო. მე ხომ პენელოპეს მიმართ ინტერესი არ გამაჩნია და მორალური პრინციპები არასდროს გამხდის მოძალადეს.
YOU ARE READING
"კონტრაქტის თანახმად"
Romanceტრილოგიის მეორე ნაწილი - "კონტრაქტის თანახმად" გენიალური წყვილის, ბიანკა კარინგტონისა და კრისტიან მასაროტოს ვაჟზე - ნათანიელ მასაროტოს დაბრუნებასა და მის დაუვიწყარ ისტორიას გვიყვება. რატომ უწევს კომპანიის დირექტორს კონტრაქტის დადება? და რა შუაშია მა...