თავი IX

187 13 0
                                    

 საღამოს რივერას სახლთან მივაკითხე და ისიც მუქი მწვანე კაბით წინა სავარძელზე მოკალათდა.

- მეგონა, წითელს ჩაიცვამდი.

- გუშინ გაიხა.

- გრეგორს რატომ არ უჩივი მუქარებისთვის?

- ვერ ვუმტკიცებ. კვალს არ ტოვებს.

- ბოლოს როდის შეხვდი?

- ჯორჯიიდან გადმოსვლამდე ერთი დღით ადრე.

- რამე გითხრა?

- როგორც ყოველთვის.

 კლუბთან ავტომობილი გავაჩერე და ორი წუთის შუალედით მანქანიდან გადავედით. ვალენტინა ბარის მაგიდას მიუჯდა და სასმელი შეუკვეთა. შემდეგ წამოდგა და ხალხში ცეკვა-ცეკვით გაერია. როდრიგესი ნელ-ნელა მიუახლოვდა და ვალენტინას თეძოებზე ხელები დაასვენა. რივერა შეცბა, მარკი ნასვამი ჩანდა. ვალენტინამ წამი არ დააყოვნა და გეგმის მთავარ ობიექტს მისი თეძოების რხევის საშუალება მისცა. შემდეგ შემობრუნდა და ხელები კისერზე შემოხვია. ბევრი იცეკვეს. ერთ-ერთი სიმღერის დასასრულს მარკი მისკენ გადაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ისიც არ დაიბნა და ლიფტისაკენ გაყვა.

 ვფიქრობდი, რამდენად დავაიგნორებდი იმ ფაქტს, რომ გოგონა, რომელიც ჩემში ისეთ ვნებას აღვიძებდა, რომლისთვისაც ლუსის ვერასდროს მიეგნო, მაღლა ჩვენი ოჯახის მთავარი კონკურენტის თანაშემწესთან ერთად ადიოდა. 

 ვიცოდი, ეს - ბიზნესი, ხოლო ვალენტინა უბრალოდ ვალენტინა იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ფირმას არ ეხებოდა. ამაში იყო გარეული ადამიანი, რომელსაც მამაკაცებთან არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა. შეიძლება ნებისმიერ წამს შეშინებოდა და ამას მისი ფსიქიკის დანგრევა მოჰყოლოდა. ხოდა მეც ავედი.

 მეხუთე სართულის კიბეზე ვიყავი, როდესაც ზევიდან მომავალი დამფრთხალი ვალენტინას სილუეტი გავარჩიე.

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა?

- ჩანთაში მაქვს, ახლა წავიდეთ აქედან.

 ხელი მოვხვიე და კლუბის უკანა გასავლელიდან გავიყვანე. ავტომობილში ჩავსხედით და სასტუმროში მივიყვანე, სადაც წინასწარ მქონდა დაჯავშნილი ერთადერთი ნომერი, რომელიც იმჟამად დაკავებული არ იყო.

- რადგან ერთ ნომერში გამოკეტილები აღმოვჩნდით, შეიძლება გუშინდელზე ვილაპარაკოთ?

- რა თქმა უნდა.

- შეცდომა იყო, ასე არ უნდა მომხდარიყო.

- მართალი ხარ, ეს არ უნდა მომხდარიყო.

- ხომ გესმის, უფროსთან რომანი ვერ მექნება..

- კი, ვერ გექნება.

- მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ..

- კი, მაგრამ რას გრძნობ?

უცებ შევფხიზლდი და მისი სიტყვების განმეორების ნაცვლად, თავად დავსვი კითხვა.

- ხომ გესმის.. ის, რომ ვაკოცეთ, არაფერს ნიშნავს? თითქოს სულ იყო ამის მუხტი, ყველაფერს ამისაკენ მივყავდით. დავიჯერო, ვერაფერს ხვდები?

- ერთადერთ რამეს ვხვდები.

- რას?

- ისევ მინდა ამის განმეორება.

ვალენტინას მივუახლოვდი და ხელები კისერზე შემოვაჭდე. ვაკოცე და ისიც იმავე წამს ამყვა. მოქმედება საწოლზე გადავიტანე.

- დარწმუნებული ხარ?

- როგორც არასდროს.

ვნებათა ღელვა. ვ ნ ე ბ ა თ ა  ღ ე ლ ვ ა. წლების, თვეების, კვირების, ან თუნდაც ერთი საათის წინ რომ გეკითხათ, ეს რას ნიშნავდა, ვერ გეტყოდით.

ვალენტინა ჩემს მხრებში მოქცეულიყო და კვლავაც ისე ლამაზად გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. ვუყურებდი და ვიხსენებდი იმ საოცარ წამებს, რომელიც მასთან მაკავშირებდა. როგორ ავიტაცე ხელში, როგორ ვიგრძენი პირველად ვანილის გემო მისი კისრიდან და მომაჯადოვებელი პარფიუმი მისი მთლიანი სხეულიდან. ყოველი მოძრაობა, ყოველი ბიძგი, ყოველი განცდილი სიამოვნება.. ის ამად ღირდა. იმ წამს, იმ წუთს, იმ განზომილებაში.

"კონტრაქტის თანახმად"Where stories live. Discover now