[3] გაერთიანება

2.2K 236 154
                                    

ჯერ ცოტა ნახვები აქვს ბათ დავდე მაინც, ვერ მოვითმინე:დ

_____________________

taehyungs pov

არა არა არა არა! ჯანდაბა!!

ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა აქედან სასწრაფოთ გასვლა და უკან აღარასდროს მოხედვა იყო.

მაგრამ, რა თქმა უნდა, შუგამ ცხოვრება უნდა გამიმწაროს. მაგარია.

"არა, მართლა გეუბნებით, გააგრძელეთ, არ შეგაწუხებთ"  ჩაიცინა და თავი გააქნია

"ჰიუნ, რას ფიქრობ, ფსიქოპატია? თუ უბრალოდ შეშლილი?" უცნობი ხმა კითხულობს და იუნგის უკან ხმადაბლა ვხითხითებ.

დამიჯერე უცნობო ვამპირო, ორივე.

"თუ ძალიან გინდა შეგიძლია თავად გაიგო"

რატომ მყავს ასეთი იდიოტი ჰიუნი!!!
იუნგის მაიკას მთელი ძალით ვეჭიდები და ვცდილობ უკან გავათრიო, რადგან უკვე ვაანალიზებ, რომ სწორედ ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.

"წითურო?!" იძახის გაოცებული ხმა და ხმამაღლა ვოხრავ.

მაგარია! ახლა მთელი ყურადღება ჩემზეა.

"ვი, ამ ბაბუას იცნობ?" წარბაწევით მეკითხება შუგა და ახალგზარდა სათვალიანი ვამპირისკენ მანიშნებს. ჰაჰ! ახალგაზრდა! შესაძლოა საერთოდ ათასი წლისაა!

რა აუცილებელი იყო მაინც და მაინც იმ ვამპირს გადავყროდი რომელმაც ჩემი მსხვერპლი გადაარჩინა და კინაღამ მომკლა!

მოიცა.. ყველა ვამპირი კინაღამ მკლავს..

"წითურო! მართლა შენ ხარ!" გაოცებაში უკვე სიხარულიც შეინიშნა. დებილია? "მიხარია შენი ნახვა" მის ტონში უკვე რაღაც ეშმაკური შეერია, რაც საერთოდ არ მომწონს.

შუგას უკნიდან ნელა გამოვდივარ და ხმადაბლა ვოხრავ.

"ჰეი ვამპო, ჩემთვისაც საშინელებაა შენი ნახვა" ხელს ვუქნევ და ყალბ ღიმილს ვიკრავ სახეზე, მერე კი იუნგისკენ ვტრიალდები "აი ნაბიჭვარო, როცა გეუბნები დღეს ცუდი დღე გვაქვს და სახლში წავიდეთ თქო, უნდა დამიჯერო"

Bangtan ordenWhere stories live. Discover now