არმჯერა არმჯერა პირველი თავი დაიდოოო როგორ მიხარია ამ მოთხრობის დაწყება არ იცით თქვენ;დდ
იმედია მოგეწონებათ🙈👇🏻
პ.ს ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველას გეცოდინებათ ბათ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის
ჰიუნი = hyung :d
და კიდე, წლებს მიაქციეთ ყურადღება^^
_______________________1891.
"ბატონებო.. დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ აქ რისთვის მოგიწვიეთ" ისმის ბოხი ხმა "თქვენ სამნი, ძლიერი და გონებამახვილი ვამპირები ხართ. იმის მიუხედავად, რომ ორი თქვენგანი ასწლოვანი ვამპირია, ხოლო მესამე სულ ახლახანს გარდაიქმნა-" კაცმა წარბები შეკრა და ამაყი ღიმილით შეათვალიერა მის წინ მდგომი წელში გამართული, უემოციო ახალგაზრდა ვამპირი "-მაინც საუკეთესო ვარიანტები ხართ. ამიტომ, დღეიდან თქვენგან შევქმნი ჯგუფს, რომელიც დაკავებული იქნება სხვა და სხვა მისიების შესრულებით, სამართლის დაცვით და ვამპირების გადარჩენით. სახელის მოფიქრება თქვენთვის მომინდია" კაცი ისევ უზარმაზარ სავარძელში, ან როგორც ის მას უწოდებდა-ტახტში ჩაეშვა და მოწვეულების რეაქციას დაელოდა
შეკრებილებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, ახლა კი ერთ ჯგუფში მოუწევდათ ყოფნა?
ეს აზრი არ მოსწონდათ. უმცროსი ფიქრობდა, რომ ერთი ზედმეტად ნარცისი იყო, მეორე კი ჭკუის კოლოფი იდიოტი. უფროსები კი ახალგაზრდა ვამპირს ამრეზით უყურებდნენ, რადგანაც საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და თავისი ასაკისთვის ზედმეტად ცივი იყო.
"უარის თქმა არ შეგვიძლია?" იკითხა სათვალიანმა
"რა თქმა უნდა არა" ბოროტულად ჩაიღიმა "ახლა კი სახელი აარჩიეთ"
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მანამ სანამ უმცროსმა არ ამოიოხრა და კარებისკენ არ მიბრუნდა. ტახტში მჯდომი წარბაწევით მიაჩერდა ახალგაზრდას, რომელიც ზედმეტად ბევრს უბედავდა მეთაურს.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...