ფიკში გამოჩნდება მარკსონის წყვილი. თბჰ აზზე არვარ მარკი რომელია:დ არ ვუსმენ გოთ7ს და მხოლოდ ჯექსონი და ბამბამი ვიცი. მარკსონს იმიტომ ვიყენებ რომ ამ წყვილზე ხშირად მესმის, სინამდვილეში სხვასთან მომწონს ჯექსონი მარა იმ ბიჭის სახელი არვიცი:დ მოკლედ ვოთევერ, სულ 1-2 თავი იქნება ეს წყვილი. უბრალოდ გაფრთხილებთ:დ
___________________________________________________________________
"თე?" მისაღებში იუნგის დაღლილი ხმა ისმის და ყველას თვალები კარების მიმართულებით მიდის, მერე კი მათ ბაგეებს გაოცების შეძახილი სწყდებათ.
"ვოაჰ, ძმაო, სახე ტრაკს გიგავს" გაოცებით ამოთქვა ჯონგუკმა რაზეც იუნგიმ უემოციოდ ამოხედა, თეჰიონმა კი თვალები დაუბრიალა და საკუთარი მეგობრისკენ გასწია.
"ჰიუნ, ყველაფერი რიგზეა?"
"კი, ყველაფერი უნაკლოდაა" უინტერესოდ ამოთქვამს და ბიჭს ხელით დივნისკენ მიათრევს "რამე ახალი არის მისიასთან დაკავშირებით?"
თეჰიონი სევდიანად აკვირდებოდა იუნგის. ძალიან ღელავდა უფროსზე, ზედმეტად სუსტად და გამოფიტულად გამოიყურებოდა. ბიჭს ერთი სული ჰქონდა მასთან მარტო დარჩენილიყო, რომ მის ისტორიაზე ეკითხა და ვინ იცის, იქნებ საკუთარ წარსულზეც გაეგო რამე.
"კი, კომპანიაში უნდა შევიპაროთ და მეტი ინფორმაცია გავიგოთ. უკვე ვიცით ამ საქმის უკან ვინ დგას, ასევე-"
"რა? იცი ვინ იყო ის კაცი?" თეჰიონს ძარღვებში სისხლი უდუღდება. ახსენდება მისი საუბარი, თუ როგორ იხსენიებდა ბანთანის ლიდერს, ანუ ჯონგუკს და როგორ ლაპარაკობდა მის სუსტ წერტილზე, რომელიც ჯოკერად კვლავ ხელში ეჭირა უცნობს.
"ის ვამპირების მეთაურია" ოხვრით ამბობს ნამჯუნი და ორივე ადამიანს თვალები უფართოვდება. იუნგის ეს-ეს იყო უნდა ეკითხა ვამპირების მეთაური რას გერჩით, თავადაც ვამპირები არ ხართო, რომ საუბარში ჯინი ჩაერია.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanficბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...