[25] lost in myself

1.6K 178 167
                                    


^ესფოტო მეგაგიკეთეთ:3 დიდი არაფერი მაგრამ მაინც😋💕

_______________________________

"რა გავაკეთო? რა ხდება?" ჩურჩულებს ჯონგუკი და ხელებს სახეზე მაგრად იჭერს.

ლოგინზე გადაწოლილი მძიმე სუნთქვებს უშვებს, თითქოს ეს რამეს შეცვლიდეს, თითქოს რეალობის ზემოდან სქლად გადაფარებულ ბინდს ერთი სულის შებერვით გაფანტავდეს.

ფეხზე მძიმედ დგება და სარკეს ფრთხილად უახლოვდება. თითები თითქოს ეყინება, მაგრამ ხელს მუშტად კრავს და ჯიუტად დგება მოვერცხლილი ნივთის წინ. ნივთის, რომელშიც არც ერთი ვამპირი არ ჩანს. ნივთის, რომელიც ყველა ვამპირისთვის გამოუსადეგარია.

მოჭუტული თვალებით აშტერდება ოთახის ანარეკლს, სადაც მისი ლანდიც კი არ ისახება. არა, ჯონგუკი სარკეში არაა, როგორც ყველა ვამპირი. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

ან იქნებ არა?

ბიჭი ნელა ათამაშებს თითებს ძველებური ყელსაბამის შესაკრავზე, საბოლოოდ კი თვალებს ხუჭავს და ოხვრით იძრობს კისრიდან. გრძნობს, თითქოს ისევ შეუძლია სუნთქვა, თითქოს თავისუფლდება, საკუთარ თავს იბრუნებს. მაგრამ განა არის კი ეს ნამდვილი ჯონგუკი? განა უნდოდა კი მას ასეთად ყოფნა?

ყელსაბამს ზიზღით დაჰყურებს, არ უნდა ზემოთ ახედვა და საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება, თუმცა მაინც აკეთებს ამას და სარკეში ანარეკლს აკვირდება. საკუთარ ანარეკლს, რომელიც წითლად მობრიალე თვალებით შემოჰყურებს. თუმცა ჩვეულებრივ წითლად კი არა, ცეცხლის ფრად, მეწამულ, სისხლისფერ წითლად. იმ წითლად, არავის არასდროს რომ არ აქვს ნანახი. იმ წითლად, რომლის საკუთარ თვალებში დანახვაც ჯონგუკს ზიზღს და უუნარობის შეგრძნებას უძლიერებს.

"ვინ ხარ ჯონ ჯონგუკ? რა ჯანდაბა გინდა ცხოვრებისგან? რა მისია გაკისრია? რას ელი?" აგდებით საუბრობს. ჰო, საკუთარ თავს აგდებით ესაუბრება. რა უცნაურია მისნაირი ამაყი, ეგოისტი პერსონისგან, არა?

Bangtan ordenWhere stories live. Discover now