[46] დასასრული

1.9K 199 307
                                    


ძალიან, ძალიან მიჭირს ამის დაწერა, რადგან ბოლო თავია და
1. ამ მოთხრობასთან გამომშვიდობება არ მინდა.
2. წინა თავში ფაქტიურად დამთავრდა და უბრალოდ ტკბილი მომენტები უნდა მივამატო, რაშიც არ ვვარგივარ.
3. ისეთი გათიშული ვარ ვერ ვაზროვნებ:დდ

სოუ... მომიტევეთ. და ისიამოვნეთ ბოლო თავით^^

_______

"იუნგი, გაინძერი! ვამპირი მაინც არ იყო!"

"ის ფაქტი, რომ ახლა ვამპირის ძალები მაქვს არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტს ვიმოძრავებ და უფრო ენერგიული ვიქნები. მეტიც, ახლა მუდამ მშია." მშვიდად ამოთქვამს ბიჭი და ჯიმინს უფრო მჭიდროდ აჭდობს ხელებს.

"კი ვხედავთ" ვამპირის კისერზე უთითებს ჰობი და ყვავილების მაგიდიდან ფრთხილად ცურდება დივანზე, ბოგუმის გვერდით.

"ამ ბოლო დროს ყვავილების მაგიდას მოეშვი.." ჩურჩულებს მაქცია, მისი ხელები ინსტიქტურად ეჭდობიან ვამპირისას.

"ჰო.. უბრალოდ შენთან უფრო დაცულად ვგრძნობ თავს" დიდ ღიმილს იკრავს, მერე კი შეყვარებულზე მიხუტებული დანარჩენებს აშტერდება, რომლებიც ჯერ კიდევ იუნგისთან კამათში იყვნენ გართულნი.

"შეეშვით იუნგზს! ახალი ვამპ-"

"ორი თვეა ვამპირია, რა ვერ გაუვიდა ახლის ვადა? ახლა სამუდამოდ ახალი ვამპირი უნდა ეძახო?" თვალებს ატრიალებს ნამჯუნი და ჯინიც აპირებს რაღაცის დამატებას, როცა ოთახში ხმაური აღწევს და ყველა ჩუმდება.

დერეფნიდან სიცილ-ხარხარის ხმა ისმის, მალე კი ჯონგუკიც ჩნდება, მისაღებში გაკრეჭილი შემორბის, ზედ კი თეჰიონი ჰყავს მოკიდებული. წითური დაუსრულებლად ფართხალებს, მისი ფეხები ვამპირის მკლავებსაა შემოხვეული და მის ბაგეებს ხმამაღალი ხარხარი სწყდებათ.

"გუკი განანებ! მწარედ განანებ იცოდე!" ხმამაღლა ყვირის და მეწყვილე ღუტუნს აგრძელებს თუ არა, კვლავ სიცილად იცლება.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now