[29] შეთანხმება

1.9K 188 325
                                    




პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ქართული ფიკების ჯგუფში ჩავემატე და კინაღამ ვიტირე ისეთი საყვარლობები ეწერა ჩემს ფიკზე. ამ წიგნის გარეთ არ ვიცი ვინ რას საუბრობთ ჩემს ნაწერებზე, ასე რომ ასე უცბად რომ შევხვდი ჩემი ნამუშევრების აღწერას და თან ერთმანეთს რომ ურჩევდნენ.... მართლა კინაღამ ვიტირე.  ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ შრომას მიფასებთ და თქვენი თბილი სიტყვებით მაბედნიერებთ. ძლიერად ვიმუშავებ, რათა ისეთი ავტორი გავხდე, რომლითაც იამაყებთ. მიყვარხართ ^^

პ.ს ამ თავში სმათია (დიდ არაფერს ელოდოთ:დ ქართულად არგამომდის სმათის წერა) და იმის გათვალისწინებით, რომ ზოგს არ უყვარს, იმ ადგილას საიდანაც მხოლოდ სმათია და არანაირი ინფო აღარ შედის, warning-ს დავაწერ ^^ (ოღონდ ჩაუყევით და სმათის დასასრული იპოვეთ, გრძელდება მერე მოთხრობა:დ)

*გაფრთხილება* დიდი თავია:დდ



___________________________________________________________________________________________


"თუ ჩემს მეწყვილეს, ჩემს თეს რამე მოუვა, ყველას პასუხს გაგებინებთ"

..............


ოთახში სიჩუმე ვარდება, როგორც ყოველთვის, მხოლოდ იუნგის სუნთქვა და გულისცემაღა ისმის მთელ სახლში.

"გაიმეორე?" წარბაწევით კითხულობს ერთადერთი ადამიანი მთელს სახლში და ლიდერს ნელა უახლოვდება.

"მინჰოს.. მინჰოს დაურეკეთ, სასწრაფოდ" იუნგის აიგნორებს ბიჭი, თუმცა როცა არავინ ინძრევა თავად იღებს მობილურს და აწითლებული თვალებით კრეფს ნომერს.

"მინჰო! სასწრაფოდ აქ გაჩნდი! ან მოიცადე, უბრალოდ მითხარი, დაუწყვილებელ მაქციებში მეწყვილის ადგილმდებარეობის პოვნა შესძლებელია?"

მობილურის მეორე მხარეს რაღაც სიტყვები არეულად ისმის, მერე კი ჯონგუკი ხმამაღლა ყვირის.

"რა თქმა უნდა, შევხვდი ჩემს მეწყვილეს გამოთაყვანებულო! მეორე ნახევართან შეხვედრის შემდეგ, ის როგორ უნდა იპოვო, უბრალოდ ამოღერღე ეს დედააფეთქებული!"

Bangtan ordenWhere stories live. Discover now