[21] სისხლის გემო

1.5K 181 99
                                    




hey my monstahs i missed u so much uwu

fun fact of the day: მადლობას რომ ვამბობ ინსტიქტურად თავს ვუკრავ ყველას და ყოველთვის უხერხულ სიტუაციაში ვვარდები იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რას ვაკეთებ და ვერც მე ვხვდები სანამ არ მეკითხებიან რა ჯანდაბას აკეთებო ჰოჰოჰო

ახლა მივუბრუნდეთ მოთხრობას^^

____________________________________________________________

"გუკ.." ხმადაბალი ჩურჩული აღვიძებს ვამპირს და დაბნეული აშტერდება მასზე მოპყრობილ დიდრონ თვალებს.

"გაიღვიძე? როგორ გეძინა?" ჩურჩულებს და ხელს ნელა ატარებს ბიჭის ფაფუკ თმებზე, რომელიც უხმოდ უქნევ თავს და მის შეხებაში იძირება.

"თე.. მითხარი, არანაირი იდეა ან თეორია არ გაქვს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება გემართებოდეს ეს შეტევები?" (ამასაც თეორიებს ვთხოვ ლოლ)

"არა გუკ, წარმოდგენაც კი არ მაქვს" გადაღლილი აქნევს თავს

"მაგრამ.. ვერაფერს გრძნობ? ვგულისხმობ.. რაიმე ცვლილებას შენში, რაიმე ახალს, უცნაურს.."

წითურის თვალები კვლავ ეჭდობა ვამპირისას, დაკარგული და დაღლილი შეჰყურებს ბიჭს, თითქოს მის თვალებში რაღაცას ეძებს. ჯონგუკი გრძნობს როგორ უჩქარდება წითურს გულისცემა და უმძიმდება სუნთქვა.

"კარგად ხარ?" აღელვებული ამოთქვამს და ცდილობს წითურს თვალებიდან თმა გადაუწიოს, თუმცა ის უკან იწევს და მის ხელს უხეშად იშორებს.

"არ მომეკარო" ჩურჩულებს და ჯონგუკი ხედავს როგორ უკანკალდება ბიჭს სხეული.

"ისევ? მოიცადე წითურო, ღრმად ისუნთქე! რა ჯანდაბაა.."

თუმცა მისი სიტყვები მხოლოდ ჰაერში იფანტება, ამჯერად წითური მას აღარც კი უსმენს და მის შეხებასაც გაურბის, შეშინებულ თვალებში მალევე ტკივილი უდგება და სახეს საზარლად მანჭავს. მის ბაგეებს პატარა ყვირილი წყდებათ, მისი აკანკალებული სხეული კი მალევე ბრახვანით ენარცხება იატაკზე.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now