[32] ბნელი თამაში

1.5K 170 123
                                    




HEYO აუუ მენატრებით არ შემიძლია ამდენ ხანი არ დაპოსტვა მკლავს >< :დდ როგორ ხართ? ძალიან მომენატრეთ!! ერთი სული მქონდა ეს თავი დამეწერა, წინ დიდი რაღაცეები გელით, ასე რომ კითხვას შეუდექით და ბოლოში ვისაუბროთ!
პ.ს ^ ზემოთ ფოტო რომაა... სულში მიყურებს >//<



________________________________________________________________________________


"გუკ, კარგად ხარ?" კითხულობს ანერვიულებული ჯინი და ბიჭს წინ ცხელ ჩაის უდგამს.

"გადასარევად" თითქოს სარკასტულად, მაგრამ საგრძნობლად სუსტად ამოთქვამს ბიჭი, რაც კიდევ უფრო ადარდიანებს ყველას.

მისი დაბრუნებიდან კიდევ რამდენიმე დღე გავიდა, ჯონგუკმა ბანგთან ორდენის ყველა ხელქვეითი საქმის კურსში ჩააყენა და ყველა მისი კაცი ამჟამად თეჰიონს ეძებს, მაგრამ შედეგი ჯერ კიდევ არ არის.

"ხომ იცი, რომ ვიპოვით?" იმედიანად ამოთქვამს ისევ ჯინი

ლიდერი ცოტა ხნით ჩუმად ზის, ბოლოს კი ჩამქრალი თვალებით იხედება ზემოთ.

"რამე რომ დაუშავდეს? რა მოხდება თუ მეთაურმა შეიპყრო? იქნებ-"

"გუკ დამშვიდდი, პანიკას ჰყვები" ნამჯუნის რბილი ტონი ბიჭს უფრო მეტად აგიჟებს.

ყველანი, აბსოლუტურად ყველანი ცდილობენ, რომ დაამშვიდონ, დარდი შეუმცირონ. ეცოდებათ, სწორედ ასეა, ჯონგუკი ეცოდებათ.

ბიჭი სახეს ხელებში რგავს და ღრმად იწყებს სუნთქვას.

თავის დროზე რომ დაეფასებინა ის, რაც გააჩნდა.. თავის დროზე რომ ეღიარებინა თეჰიონი თავის მეწყვილედ, თავის დროზე რომ მიმხვდარიყო ყველაფერს...

ახლა ხვდებოდა. ხვდებოდა, მაგრამ გვიანი იყო. თეჰიონი აღარ ჰყავდა, ისიც არ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა.. მთლიანი ბანგთანი გაბნეული, დასუსტებული და დაშლილი იყო. აი რა უნდოდა მეთაურს. და ნელ-ნელა იღებდა კიდეც ამ ყველაფერს, ნელ-ნელა ჯონგუკის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევდა, ნელ-ნელა ყველაფერს ართმევდა რაც ჰქონდა.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now