[20] რას მალავ?

1.4K 172 80
                                    


ვერმოვითმინე, მომენატრეთ, ამიტომ ახალი თავი IS READY ჰეჰეჰე 


________________________________________________________________________-

"დაეხმარე.."

ჯონგუკი წამსაც აღარ იცდის, ჯიმინს და იუნგის უხეშად უვლის გვერდს და წამით გაღებულ კარებში შეშდება. თეჰიონი კვლავ უწინდებულად კანკალებს და საწოლზე ოთხად მოკეცილი ცდილობს ზეწარს ჩაეჭიდოს, თუმცა აკანკალებული ხელებით ვერაფერს ახერხებს. 

ლიდერი სწრაფად შერბის შიგნით და თეჰიონის გვერდით საწოლზე ჯდება. აღელვებასა და ნერვიულობას გაღებულ კარებს იქით ტოვებს, კარგად იცის, თეჰიონს ახლა მისი ძლიერი მხარე სჭირდება და ნერვიულობა არაფერში დაეხმარება.

"წითელო.." მკაცრად ჩურჩულებს და თავის თბილ ხელს ნელა ატარებს ბიჭის გაყინულ მკლავზე. ზემოთ-ქვემოთ ფრთხილად დაასრიალებს თითებს და ბიჭს მკაცრად, თუმცა თბილი მზერით შეჰყურებს. დანარჩენებს დიდი ხნის წინ დაეტოვებინათ ოთახი, რომ ჯონგუკისთვის ხელი არ შეეშალათ.

"შემომხედე და ღრმად ისუნთქე, ყველაფერი კარგადაა, აქ ვარ" მშვიდად ამოთქვამს და ბიჭის აკანკალებულ სხეულს თავისკენ მიათრევს, მერე კი კალთაში ისვამს და მის ზურგზე წრეების ხაზვას იწყებს. "მე ამყევი თეჰიონ, მიდი, ვიცი რომ შეგიძლია, მოდუნდი და მხოლოდ მე მისმინე"

ბიჭი ნელა ხუჭავს თვალებს და ცდილობს ის გააკეთოს რაც ჯონგუკმა სთხოვა. არაფერზე ფიქრობს, ცდილობს მხოლოდ ჯონგუკზე გაამახვილოს ყურადღება და ნელა ისუნთქოს. "აი ასე, კარგია" 

მისი სხეული თითქოს მშვიდდება, სასიამოვნო სითბოს ტალღაც კი უვლის ტანში, მანამ სანამ გააცნობიერებს, რომ სრულ სიჩუმეში მხოლოდ ჯონგუკის გულის ცემა და სუნთქვაღა ესმის. მისი სიტყვებიც კი ვეღარ აღწევს წითურის ყურამდე, მხოლოდ გახშირებული გულისცემა.. რა ხდება..

რა ხდება!..

"არა.." შეშინებული ლუღლუღებს და მისი ტანი უფრო ძლიერად იწყებს კანკალს "არა!!" იმის მიუხედავად რომ ყვირილი უნდა, სისუსტის გამო ამასაც ვერ ახერხებს და თვალები ნელ-ნელა ცრემლებით ევსება თავზარდაცემულს. 

Bangtan ordenWhere stories live. Discover now