[28] მეწყვილე!

1.6K 176 252
                                    




სანამ დავიწყებდეთ, განცხადებას გავაკეთებ. ეს ქამბექი გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ს.
ლაიქ ეს რაიყო? ნამჯუნი რო გამოჩნდა თიზერში რამხელა ვიკივლე? და მერე ვიტირე და მეც არ ვიცი რატო? და რამდენად მაგარი ლირიქსი და ვიდეო იყო და საერთოდ wow გადარჩენას გისურვებთ


__________________________________________________________

უკვე შუა ღამე იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა აქტიურად არ მუშაობდნენ, ყველამ დასაძინებლად წასვლა გადაწყვიტა, გარდა ერთისა.

"თეჰიონ? დაძინებას არაპირებ?" მთქნარებით ამოთქვამს იუნგი და დანარჩენებიდან მზერა დივანზე ნახევრად გაწოლილ წითურზე გადმოაქვს.

"არა, ცოტა ხნით კიდევ ვიქნები" ლუღლუღებს ბიჭი და სახეს დეკორატიულ ბალიშს აჭერს.

"თე, დიდხანს არ დარჩე კარგი?" მზრუნველი ხმით ამბობს ჯიმინი და როცა ბიჭისგან ზმუილს იღებს პასუხად, ღიმილით ეჭიდება მკლავზე იუნგის და საძინებლისკენ მიათრევს, ეს უკანასკნელიც ბუზღუნით მიჰყვება უკან.

მისაღებში შუქებსაც აქრობენ, მხოლოდ კედელზე მიმაგრებული სანათებიღა ფანტავენ მკაცრ სიბნელეს, ისიც ბოლომდე ვერა. ოთახში სრული სიჩუმეა ჩამოვარდნილი და ამ იდილიის წყალოიბით, თეჰიონი ფიქრებში იძირება.

რატომ დარჩა მისაღებში ამდენ ხანს? რატომ არ ადის ოთახში და მუდამ ასე გაღმერთებულ ძილს არ მიეცემა? განა ლიდერის მოსვლას ელოდება ამ ჩაბნელებულ მისაღებში? არა, ასე არაა. რატომ უნდა ელოდებოდეს ჯონგუკს? ის უხეშად ექცევა, ჯიუტი და საზიზღარია, არც ზრდილობა იცის და არც პიროვნული სივრცე და თავისუფლება. უგუნურია, ნამდვილი უგუნური!

თეჰიონმა ვერც კი გააცნობიერა როდის გადავიდა საკუთარი თავის დაკითხვიდან ვამპირის ლანძღვაზე, თუმცა აღარაფერს ჰქონდა აზრი, რადგან დივანთან უკვე ნაცნობი სილუეტი იდგა და წითურს ზემოდან აკვირდებოდა.

ბიჭმა გაოცებისგან უცნაურად შესძახა, როცა სილუეტი სწრაფად ამოძრავდა და მის ზემოდან მოექცა.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now