[13] საიდუმლოებები

1.8K 187 66
                                    

^ეს ფოტო უბრალოდ იმიტომ, რომ მიყვარს.
ბთვ ძალიან ვამაყობ ბიჭებით^^
7 ჯიდლო სამ საათში!!!
legends only:3

_______________________
დილა.
დღის ეს მონაკვეთი ყველასთვის ალბათ მშვიდ განწყობასა და შთაბეჭდილებას ქმნის. ცხელი ჩაი, ნელი მუსიკა და დილის სიჩუმე. მაგრამ არა აქ, არა ენერგიული ვამპირებით სავსე სახლში.

"ვინც რა უნდა შემეწინააღმდეგოს, ჩემს აზრს არ შევიცვლი! ორეოს თეთრი ნაწილი ყველაზე გემრიელია!!" ყვირის ჯინი და ხელებს ჰაერში იქნევს

"არა" თავს აქნევს ჰობი "შავი ნაწილია საუკეთესო! ის ისეთი ხრაშუნა და საოცარია!!" და ორეოს კრემმოცლილ პეჩენიებს პირში იტენის.

"დამშვიდდით! ორეოს საუკეთესო ნაწილები არ აქვს! თეთრი და შავი, სინათლე და სიბნელე, ეს ორი ერთმანეთის გარეშე არაფერია, ორეოც პეჩენიისა და კრემის ის მიქსტურაა რომელიც-" ნამჯუნის მშვიდ მონოლოგს სამზარეულოში შემოვარდნილი ახალგაღვიძებული იუნგის ხმა ფარავს.

"ჰეი სოკრატეებო! დილის ექვსი საათია! და ეს დედაატირებული უბრალო  ნამცხვარია!!" ბიჭი თვალების ბრიალით ისვრის მთლიან შეკვრას ახლოს მდგარ სანაგვეში და მრისხანე თვალებით აკვირდება სამივეს, მერე კი ტლანქად ტრიალდება და კვლავ კარებში უჩინარდება, გზაში მთქნარებით მომავალ თეჰიონსაც აიგნორებს და საკუთარ საძინებელში იკეტება.

"იმას რა სჭირს?" სამზარეულოში შემოსული თეჰიონი თავით უკვე გამქრალ იუნგიზე ანიშნებს და სკამზე მძიმედ ეშვება.

"აჰჰ.. ძილი მოაკლდა" ლუღუღებს ჯინი

"გვაპატიე რომ გაგაღვიძეთ, ვამპირებს ბევრი ძილი არ გვჭირდება, ჩვენ კი მუდამ გვავიწყდება რომ თქვენ ადამიანები ხართ" კისერზე უხერხულად ისვამს ხელს ნამჯუნი

თეჰიონი წარბებს მაღლა სწევს და მთქნარებით ისხამს მაგიდაზე მდგარ ფორთოხლის წვენს.

"ნუ ღელავ, თქვენ არ გაგიღვიძებივართ. ჯონგუკმა გათენებისას ხვრინვა დაიწყო და ამან გამაღვიძა" ოთახში ყველას თვალები უფართოვდება, თუმცა ჰობი მალევე იკრავს ეშმაკურ ღიმილს.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now