ვაიმე დჯჯსჯს ძალიან მენატრებოდით ნერვები არ მივარგა!___________________________
"მძინარე მზეთუნახავი დიდხანს აპირებს ასე ყოფნას?" საკანში გამეფებულ სიჩუმეს ჯინის ოხვრა არღვევს.
"ნორმალური თუ ხარ? ახლახანს ჯადოქრის სულელური ნიშნით კინაღამ მოკვდა! მერე თავად მე დავცალე სისხლისგან, ახლა კი მისი სხეული ვამპირობასთან შეგუებას ცდილობს!" თვალების ბრიალით ამოთქვამს ჯიმინი და მძინარე ბიჭის სხეულს უფრო ძლიერად იხუტებს.
თეჰიონი ხმამაღლა და უხეშად სუნთქავს, გულ-მკერდი სწრაფად ადი-ჩაუდის, წითელი თმების ქვეშ მოქცეული შუბლი კი ოფლით ეცვარება.
ჯონგუკი აღელვებულ მზერას ავლებს მეწყვილეს, ხელით ნაზად უწევს თმების წინ ჩამყრილ ნაწილს უკან და კანზე ფრთხილად ეფერება. "რა გჭირს?" თუმცა დაახლოებით იგივე მდგომარეობაში მყოფი ბოგუმი წითურს არაფერს აცდის, იმის მიუხედავად, რომ დემონი არც აპირებდა ხმის ამოღებას.
"მაქციები თავისუფალი ბუნების არსებები არიან, მათში მგელი ცხოვრობს, როგორც იცი, ან... უნდა იცოდე, მგელი ერთადერთი ცხოველია, რომელიც პატიმრობას, თავისუფლების შეზღუდვას ვერ ეგუება, ამიტომ ჩვენი ორგანიზმი მგლად გადაქცევას და ბუნებაში გასვლას ითხოვს. მისი შემთხვევა უარესია, რადგან ის ამასთანავე დემონია."
"მაგრამ.. მეც მაქცია ვარ და-"
"შენ ამასთანავე ვამპირი ხარ, ჯონგუკ. თანაც ცდების შედეგად გახდი მაქცია და ისე ძლიერ არ გაწუხებს ეს ყველაფერი. თუმცა არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში ხარ"
საკანში ისევ სიჩუმე წვება, არ იციან რა ელით, ან როგორ უნდა დაიხსნან თავი. პოლიციასთან ისედაც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ვერ დაუშვებდნენ, რომ მათ უფრო მეტი რამ გაეგოთ მაქციებსა და ვამპირებზე.
"იცით, რომ მაგარი დარხეული გვაქვს, ხო?" უეცრად ამოთქვამს ჰობი "ვგულისხმობ.. იუნგი თუ არ გაიღვიძებს, ნამდვილად მორგში გადაასვენებენ, თუ გაიღვიძებს სისხლის წყურვილით შესაძლოა ყველა ამოგვხოცოს, რადგან ახალდაბადებული ვამპირი იქნება... ნახევარ საათში დაკითხვაზე გაგვიყვანენ, მაგრამ მათ ვერაფერს ვეტყვით ჩვენს სამყაროზე, ისე კი ორმოცდაათზე მეტი ადამიანის მოკვლას დაგვაბრალებენ და ალბათ სამუდამოსაც მოგვისჯიან, რაც იმით დამთავრდება, რომ მაინც გაიგებენ ჩვენს უკვდავობაზ-"
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...