^ ქიუთ
დ ა ს ა ე დ ი თ ე ბ ე ლ ი
ანუ ხალხო მითქვამს რომ მიყვარხართ? ჰეჰე მიყვარხართ
_________________________________________________________________________
საშინლად დაწყებული დილის შემდეგ, ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. მათ კისერზე ბევრი რამ იყო, გრძელ სიას კი ახლა თეჰიონის მომავალიც ემატებოდა.
საბოლოოდ, ლაბორატორიაში საათობით ყურყურის შემდეგ ჯინი ზემოთ ამოდის და აქოშინებული ეშვება მისაღებში რბილ სავარძელზე.
"ჯინ, იტყვი ბოლოს და ბოლოს რა ხდება თუ ელოდები როდის ვიწინასწარმეტყველებთ ყველაფერს რაღაც სასწაული ძალით?!" სიჩუმეს იუნგის უხეში ტონი არღვევს.
ყველას უკვირს ის, რომ ლიდერი ჩუმად და მოთმენით ელოდება სოკჯინს, არ ყვირის, არ აბრიალებს თვალებს. ყველა ფიქრობს, რომ ეს უცნაურია, თუმცა ხმის ამოღებას არავინ გეგმავს.
"ვიღაცას დავურეკე..." ბოლოს ოხვრით ამოთქვამს ჯინი და დანარჩენების ყურადღებას იპყრობს "ვიღაც, ვინც ზუსტად ვიცი, რომ თეჰიონს დაეხმარება. როცა მოვა ყველაფერს აგიხსნით"
რამდენიმე წყვილი თვალი ერთად აჩერდება ჯონგუკს, ელოდებიან როდის იტყვის, რომ თეჰიონს სხვისი დახმარება არ სჭირდება, რომ მისი გაფრთხილების გარეშე ჯინს არაფერი უნდა მოემოქმედებინა, რომ უნდა გაეხსენებინათ ვინ იყო აქ მთავარი. თუმცა ლიდერი კვლავ უცნაურად ჩუმად რჩებოდა და ფიქრებში ჩაფლული განაგრძობდა ყოფნას.
დრო იწელებოდა, მით უმეტეს, რომ უზარმაზარ ოთახში ერთი ადამიანის სუნთქვის გარდა არაფერი ისმოდა.. ყველა თავიანთ ფიქრებში იყო გადაშვებული, თუმცა იდილია მალევე კარზე ზარის ხმამ გაფანტა. ჯინი მშვიდად წამოდგა და ოთახი დატოვა, რამდენიმე წუთში კი ვამპირებისთვის ნაცნობ სახესთან ერთად მობრუნდა.
"მინჰო? აქ რას აკეთებ? როგორ ხარ?" ფეხზე სწრაფად წამოდგნენ ნამჯუნი და ჯიმინი და ბიჭს თბილად გადაეხვივნენ. ჯონგუკმა უბრალოდ თავი დაუქნია პატივისცემის ნიშნად, როცა მინჰომ თავი დაუკრა და სავარძლისკენ მიანიშნა.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...