[30] ისევ შენ?

1.5K 168 115
                                    

ახლაღა მივხვდი რამდენად დიდი მოთხრობა გამოდის.. და თქვენ ჯერ არც კი იცით წინ რა გელოდებათ.. აჰჰ

ბთვ ძალიან მომენატრეთ, სულ წერაზე ვფიქრობდი, მაგრამ სამწუხაროდ გამოცდებმა მიმადეს:') აჰ, მიხარია დაბრუნება:3 თითქმის ერთი თვე გალოდინეთ გაშ ყველაზე უნამუსო ავტორი ვარ:') i'm sorry monstahs 😔💜
გამოვისყიდი ამ დანაშაულს💜

____________________________________

"თე, არ ფიქრობ, რომ ჯონგუკს შესაძლოა რაღაც სერიოზული მიზეზი ჰქონდეს იმისთვის, რომ თავის მეწყვილედ არ გაღიარებს? იქნებ უნდა, რომ მოგნიშნოს, მაგრამ არ შეუძლია?" სერიოზული ხმით ამოთქვამს ჰობი.
ჯიმინი და თე რამდენიმე წამით ჩუმად უყურებენ ბიჭს, ბოლოს კი ხმამაღლა ოხრავენ.

"ჰობი! შეწყვიტე ეს, ნუ ხარ სერიოზული" წუწუნებს ჯიმინი და მაქციაც სწრაფად იქნევს თავს თანხმობის ნიშნად.

"ჰაჰ?" გაოცებულ ხმას უშვებს ვამპირი, რასაც თვალების ტრიალი და ბურტყუნი მოჰყვება პასუხად.

"კარგი, დავუშვათ ეგ სისულელე დავიჯერე" საუბარს სწრაფად აგრძელებს წითური "არ უნდა მოსულიყო და ეთქვა ყველაფერი? ვფიქრობ სისულელეა, მე ძლიერი მაქცია და მებრძოლი ვარ, საკუთარი თავის და სხვების დაცვაც შემიძლია, თუ რამე საფრთხე არსებობს, პირველ რიგში მე, მის მეწყვილეს უნდა მითხრას, რადგან ამას ერთად ვებრძოლოთ, მაგრამ გამოიცანი რა ჰობი? მას სრულიად არ აინტერესებს ეს ყველაფერი. გარშემო არავისზე ფიქრობს, ჰგონია ყველაფერს თავად გაართმევს თავს, ჰგონია ყველას იცავს, ჰგონია გმირია! არა, აქედან არაფერი შეესაბამება სინამდვილეს, რეალურად მას თავად სჭირდება დაცვა, მაგრამ ამის აღიარება არ უნდა. იცი კიდევ რისი აღიარება არ სურს? ჩემი და იმ ფაქტის, რომ მეწყვილეები ვართ."

ბიჭი ყალბ ღიმილს იკრავს სახეზე და წარბებს მაღლა სწევს, თითქოს მწარე რეალობით ყველას სილა გააწნა, მაგრამ თავადაც იცის, რომ ერთადერთი ვისაც სილა გაეწნა თავადაა.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now