[8] უდროოდ შემოჭრა

1.8K 211 79
                                    

მეტი უკეთესი სათაური ვერმოვოფიქრე და ალბათ მერე შევცვლი :')
_____________________

"როგორც იქნა! არ თქვა, რომ ისევ გზა აგერია!" ღრენით ამოთქვამს უკვე ოფლიანი ჯონგუკი რაზეც თეჰიონი თვალებს ატრიალებს.

"არა, ჯინს შევხვდი"

"ოუ.. ვიზიარებ" სრულიად სერიოზული სახით პასუხობს და ოთახის ერთ–ერთი ნაწილისკენ მიათრევს მკლავით.

"სიარული თავადაც შემიძლია" ბიჭის ნათქვამს მთლიანად აიგნორებს და მის სხეულს პატარა მაღალი მაგიდის წინ აყენებს. თე ჯერ ოთახის ბოლოში განთავსებულ სამიზნეებს აშტერდება, მერე კი მის წინ დალაგებულ ყურსასმენების მსგავს ნივთს და იარაღს.

"ოდესმე გამოგიყენებია იარაღი?" მშვიდად კითხულობს და კედელს ეყუდება.

'ჯანდაბა, ოფლიანი ჯონგუკი, კედელზე მიყრდნობილი და იარაღით ხელში.. ზედმეტად სექსუალური სანახაობაა ჩემთვისფიქრობდა წითური

"დედამიწა იძახებს თეჰიონს!" ბიჭს გუკის სიცილი აფხიზლებს და სწრაფად აქნევს თავს იმის ნიშნად, რომ ოდესღაც უსვრია იარაღიდან.

"კარგი,მაშინ მაჩვენე" მშვიდად ამბობს და თეჰიონიც აჩქარებით იღებს იარაღს, პოზიციას იკავებს და რამდენიმე წამში მიზანსაც ესვრის. ან ცდილობს მაინც.

როცა ტყვია მიზანს მთლიანად ცდება და კედელს ხვრეტს, ჯონგუკის ჩაცინების ხმა აღწევს თეს ყურებამდე და ისიც ხმადაბლა ოხრავს.

"კარგი, ამაში ძალიან ცუდი ვარ"

"მოდი აქ" ვამპირი მის სხეულს ხელს კიდებს და პოზიციას აკავებინებს, იარაღს აჭერინებს მერე კი ხელებს ნელა უსვამს მკლავებზე.

"მოდუნდი" ჩურჩულებს და ხელებს სხეულის სხვა და სხვა ადგილას უჭერს "იარაღი უნდა შეიგრძნო, ის შენი ნაწილი უნდა გახადო. ამ დროს, იარაღი მთლიანად უნდა გემორჩილებოდეს, შენ კი იარაღის მორჩილი უნდა იყო. შეიგრძენი ის, იგრძენი როგორ გადადის ენერგია შენი სხეულიდან ამ პატარა ნივთში" ვამპირი ბიჭის ყურთან ჩურჩულებს და სხეულით უფრო მაგრად ეწებება მის სხეულს.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now