[17] წითელი ხედვა

1.7K 191 213
                                    


ბავშვებო წინა თავის კომენტარებმა ძალიან გამახარა თენქიუ ლავ იუ ამიიიიიი *ჯიმინის ხმით*

ოქეი ლეთს სთართ⬇️

_____________________\\___________

"თეჰიონ! რა ჯანდაბაა, დაგველოდე!" დაიყვირა ნამჯუნმა როცა სახლიდან გავიდნენ რაზეც ჰობიმ თვალები აატრიალა.

"ნამჯუნ ვამპირი ხარ, მისი დალოდება არ გჭირდება, ისედაც დაეწევი. სერიოზულად, შენი აიქიუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" ამოიწუწუნა და წამის მეასედებში თეჰიონის წინ გაჩნდა, მორბენალი ბიჭი კი პირდაპირ მას შეეხეთქა და ორივეს ხმამაღალი ყვირილი წასკდათ ბაგეებიდან.

"ცხვირი!" სიმწრით შეჰყვირა და შუა გზაზე დრამატულად გაწვა.

"შესაძლოა სწორედ ამის მეშინოდა და გაჩერებისკენ ამიტომ მოვუწოდებდი, მისტერ 'მხოლოდ სხვების განსჯა გამომდის და მეტი არაფერი'" ოხრავს ნამჯუნი და ჰობის ხელს უწოდებს წამოსაყენებლად, ისიც წუწუნით ეჭიდება და თვალებს აბრიალებს.

"კარგი თეჰიონ, აგვიხსნი რა ხდება?"

წითური მოჯღანული სახით იზილავს შუბლს და ხმადალა ოხრავს.

"ვიცი ვისი მანქანაცაა და ისიც ვიცი სად იქნებიან"

ყველას თვალები უფართოვდება და სწორედ მაშინ უახლოვდებათ იუნგი ნელი და მძიმე ნაბიჯებით.

"აბა, რამ გამოიწვია პანიკა?"

"მანქანა ჯეიკისაა" სწრაფად ახლის თეჰიონი რაზეც იუნგი წარბებს კრავს და ცივი მზერით ათვარიელებს უმცროსს.

"იმ ნაბიჭვრის რომელთანაც ძლივს დაგაშორე?" ვამპირებს წარბები შუბლზე აზდით, თეჰიონი კი უბრალოდ თავს უქნევს.

"იუნგი იქ სწრაფად უნდა მივიდე, კარგად იცი ის ფსიქოპატია და შეუძლია გუკს რაიმე დაუშავოს" შეშინებული იქნევს ხელებს, რაზევ ნამჯუნი შეუმჩნევლად იღიმის.

"კარგი, აქვე შევადგინოთ გეგმა. თეჰიონი და ჯიმინი იმ ადგილას წავლენ, ეს მიკროფონები გამომართვით" ნამჯუნი სწრაფად უწვდის ორივეს პატარა ნივთებს და ლაპარაკს განაგრძობს "ჩვენც ახლო-მახლო მანქანაში ვიქნებით, თუ რამეა დაგვიკავშირდებით."

Bangtan ordenWhere stories live. Discover now