სახელი დააიგნორეთ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე:დდა ზოგჯერ ძაან ცუდია ახლო მეგობრები რომ კითხულობენ შენს მოთხრობას, ტვინი მიაქვთ და თან იციან რო გიყვარს და ამას იყენებენ.
არვაპირებდი დადებას ჯერ ბათ... ^^
__________________________________________________________
უკვე საათებია რაც ჯონგუკი მძინარე თეჰიონს დაჰყურებს და თან თითის ბალიშებით ნელა ეფერება გლუვ კანზე. არც კი იცის რას აკეთებს, არ უნდა, რომ ასეთი თბილი გამოჩნდეს, ის ხომ ვამპირია, ცივსისხლიანი ვამპირი, ლიდერი რომელიც მუდამ სიბნელითაა მოცული, მაგრამ თეჰიონთან თავს ვერ იკავებს. თითქოს ეს პატარა ბიჭი მასში იმ არარსებულ გრძნობებს აღვიძებს, რომელიც წესით არც არასდროს უნდა ეგრძნო.
"გუკ?" ჩურჩულს ფიქრებიდან გამოჰყავს და სწრაფად უსწორებს მზერას თეჰიონის დიდრონ თვალებს "რა ჯანდაბა ხდება?" ბოხი ხმით ოხრავს ბიჭი, რაზეც ჯონგუკი ხმადაბლა ხითხითებს და თეჰიონს წამოჯდომაში ეხმარება.
"საშინელი სიზმარი ვნახე, თითქოს გაგიტაცეს და როცა შენს გადასარჩენად მოვედი საკუთარი თავი დავკარგე. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი და თითქოს- თითქოს სხვა არსება მაკონტროლებდა.. საშინელება იყო" ლუღლუღებს და თავს საწოლის თავს აყრდნობს.
ვამპირს თვალები უფართოვდება, არც კი იცის რა თქვას..
" ალბათ გადაღლილი ხარ და ამიტომ დაგესიზმრა ასეთი რამ.. მიდი, შხაპი მიიღე, მე კი დაბლა დაგელოდები, კარგი?"
წითური უხმოდ უქნევს თავს, ნელა დგება საწოლიდან და მალევე აბაზანაში უჩინარდება. ლიდერი კიდევ რამდენიმე წუთით გაჰყურებს კარს, რომელშიც თეჰიონი შევიდა და საბოლოოდ ღრმა ოხვრით ტოვებს ოთახს, რათა დანარჩენები გააფრთხილოს, მის გატაცებაზე არაფერი წამოსცდეთ. თეჰიონისგან რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგოს, უფრო ბევრი უნდა ალაპარაკოს წითური სიზმარზე.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanficბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...