[27] შიში

1.6K 183 252
                                    


ისევ დავაგვიანე:3 იდკ ენიმორ

_________________________________________________________________

"რაზე ფიქრობ?" ჩურჩულებს ჯიმინი და თითებს ნაზად ათამაშებს იუნგის თმებში.

როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, იუნგი კვლავ მის ოთახში, მის საწოლზე მოთავსებულა, ხელები მაგრად აქვს შემოჭდობილი ბიჭის წვრილ წელზე და თავი მის გულ-მკერდზე უდევს. ჯერ კიდევ უსიამოვნოდ უვლის ტანში ჟრუანტელი იმის გამო, რომ მკერდიდან გულის ცემა არ ისმის, მაგრამ ცდილობს, მთელი თავისი ძალებით ცდილობს წარსული დაივიწყოს და ჯიმინს შანსი მისცეს.

ამ დროის განმავლობაში ხომ იუნგი სწორედ, რომ რაღაც ნაპერწკალს ელოდა ბიჭისგან, გონებაში თითქოს ეხვეწებოდა კიდეც დაემტკიცებინა, იუნგისთვის ეჩვენებინა, რომ სულაც არ იყო ცივსისხლიანი, უგულო არსება და უმცროსს როგორც სისხლის ბანკს ისე არ უყურებდა. თვალებით ემუდარებოდა ეს ნაბიჯი გადმოედგა, და ახლა როცა ბიჭი საკუთარ მკლავებში ჰყავდა მოქცეული, თავის წარსულს არ მისცემდა ყველაფრის გაფუჭების საშუალებას.

"თეჰიონზე" მშვიდად ამოთქვამს და ახლა უკვე სახით ეწებება მის მაისურს. ჯიმინი რამდენიმე წუთი ჩუმად ელოდება როდის განაგრძობს იუნგი საუბარს და უბრალოდ ბიჭის თმებით აგრძელებს თამაშს "ხომ იცი როგორ ვერ ვიტან იმას, რომ ჯონგუკთან ასე ახლოსაა. ვერ ვიტან როგორ ზედმეტად დამცველი და ეჭვიანია ის ამაყი იდიოტი თეჰიონის მიმართ.. მაგრამ ახლა უფრო ის უცნობი ნაბიჭვარი მანაღვლებს, რომელიც საკუთარ თავს თეჰიონის მეწყვილეს უწოდებს." იუნგი ხმამაღლა ოხრავს და ვამპირი ახლა საკუთარ მკლავებსაც ბიჭის გარშემო ალაგებს, რომ გვერდში დგომა გამოხატოს.

"იუნგს, იქნებ შანსი მიგეცა ბოგუ-"

"არა. დამიჯერე, როცა ვინმე არ მომწონს, ესე იგი ისინი ამას იმსახურებენ."

"მაგრამ შენ არავინ მოგწონს იუნ.." წუწუნებს ჯიმინი, რაზეც იუნგის ხითხითი სწყდება ბაგეებიდან.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now