[26] მეწყვილე?

1.5K 172 214
                                    


ძაან დავაგვიანე მიანეეეე >< 

____________________________________________________________________

"თე? გინდა სადმე გავიდეთ?" კითხულობს ჯიმინი და წითურიც სწრაფად ხტება ფეხზე, დიდი, მბრწყინავი ღიმილით.

"სად?" წარბაწევით კითხულობს იუნგი, რაზეც ყველა თვალებს ატრიალებს.

"სადმე იუნ" წუწუნებს ჯიმინი და ბიჭს მკლავზე ეხუტება.

"არა, თეჰიონი ახლახანს გახდა მაქცია და მისი უბრალოდ ქუჩებში სიარული ცუდ შედეგს მოიტანს."

ჯიმინი და თეჰიონი წამის მეასედებში ბუზღუნს და წუწუნს იწყებენ იმაზე, თუ როგორი მოწყენილობაა შტაბში, როგორ არასდროს გადიან გარეთ, როგორ იღლებიან და გართობა უნდათ.

"მისიებზე ხომ გადიხართ?!" იბღვირება იუნგი, მერე კი მის გარშემო ჩამომჯდარ ორივე ბიჭს წელზე ხელს ხვევს და თავისკენ ექაჩება.

"არა იუნ! ეს სულ სხვა რამაა, ჩვენ გართობა გვინდა!"

"მისიის დროს ერთობი!" ისევ მკვახედ პასუხობს. 

სწორედ ამ დროს მისაღებში ჯონგუკიც შემოდის, სახეზე გადაღლილობა ეტყობა, მისი მომძაფრებული ემოციების სურნელი კი ნამჯუნს ცხვირს უწვავს და უფროსი წარბაწევით აკვირდება ბიჭს, რომელიც დივანზე უემოციოდ ეშვება.

"რა ხდება?"

 ჯინი ლიდერს სწრაფად უხსნის სიტუაციას და ჯონგუკიც წარბებშეკრული ათვარიელებს ორივე ბიჭს, რომელიც იუნგიზეა მიკრული.

"არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ ცხოვრებაში პირველად და საბოლოოდ, იუნგის ვეთანხმები. თეჰიონისთვის საშიშია ასეთ დროს გარეთ გასვლა, ის ახლახანს გახდა მაქცია"

"ინტელექტუალი" თავს აქნევს იუნგი

ბიჭები კვლავ აგრძელებენ წუწუნს და მანამ არ ჩუმდებიან სანამ საუბარში ყვავილების მაგიდაზე ფეხებაკეცილი ჰობი არ ერთვება.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now