[37] გამომშვიდობება

1.2K 169 87
                                    


დილით უნდა ამეტვირთა, თუმცა მგზავრობა მომიწია და ვერ მოვახერხე^^

ბთვ, ფიკს ნახვები და კომენტარები ნელ-ნელა აკლდება... მაგრამ არაუშავს^^ მალე მაინც ახალს ვიწყებ^^

__________________________

დაძაბული ატმოსფერო ოთახში სუნთქვას შეუძლებელს ხდის, თეჰიონი დაკვირვებით უსმენს მეთაურისა და ჯონგუკის ლაპარაკს, ამასთანავე სხეულში დატრიალებულ უცნაურ გრძნობას მთელი ძალებით აიგნორებს.

"კარგი რა ძამიკო, ნუთუ არ მოგენატრე?"

"ასე ნუ მომმართავ ჯონჰიონ, ეს წოდება მაშინ დაკარგე, როცა მთელი ოჯახი ცეცხლში ამოწვი"

"კარგი რა გუკ.. მართლა გენატრება მშობლები?" არანორმალურივით იცინის ბიჭი "თუმცა რატომ არ მოგენატრება? შენ ხომ ყოველთვის მათი საყვარელი შვილი იყავი, მათ ყველაფერი შენთვის უნდოდათ, მე კი არავის ვახსოვდი!"

"საკუთარი და მოკალი ნაბიჭვარო, რა სიყვარულს ელოდი იმ მშობლებისგან, რომელსაც ქალიშვილი წაართვი! მადლობელი უნდა ყოფილიყავი, რომ სახლიდან არ გაგაგდეს და დარჩენის უფლება მოგცეს!!"

"მოკეტე!! სწორედ ამ სიამაყის და ვითომდა გენიოსობის გამო ამოყავი თავი აქ, საყვარელო ძამიკო.. შენ ხომ ასე გწყურია ყველას დაცვა, ჰაჰ?"

მეთაური გულის გამაწყალებლად იცინის და ჯონგუკი ზიზღით ხუჭავს თვალებს. თვალწინ უდგება აალებული სახლი, სადაც თავადაც იყო. თითქმის ნათლად ხედავს როგორ აძვრენენ წარსულის ჯონგუკს მშობლები პატარა ფანჯარაში, თითქმის ნათლად ესმის მათი განწირული ყვირილი.

"თეჰი.. შენი საყვარელი თეჰი..." იცინის ჯონჰიონი და ჯონგუკს თვალები საზარლად უნათდება, რაზეც მეთაური რამდენიმე ნაბიჯით იწევს უკან, გაოცებული.

"მას თითიც არ დააკარო ჯონჰიონ, და მისი სახელი შენი ბინძური პირით აღარ წარმოთქვა!!"

Bangtan ordenWhere stories live. Discover now