[38] ეს დასასრული არაა

1.2K 164 57
                                    


მადლობა წინა თავის კომენტარებისთვის^^ უსაყვარლესები ხართ!! აჰჰ><💜💜

_____________________________________________________________________


თეჰიონი ამღვრეული თვალებით და მწველი ტკივილით სავსე გულით ეჭიდება მეწყვილის დასუსტებულ სხეულს. თითებს ნელა ათამაშებს ბიჭის თმებში და შიგადაშიგ პატარა კოცნებს აწებებს აქა-იქ.

"გუკი..." სუსტი ხმით ამოთქვამს და ქვითინის შესაკავებლად კბილებს მის შემოსაცმელს აჭერს.

ფრთხილად უხსნის ბიჭს მთელს სხეულზე შემოკრულ თოკს და სკამიდან ძირს ჩამოჰყავს, მის სუსტ სხეულს იატაკზე აწვენს და ხელებზე ეჭიდება. იცის, რომ
ჯერ კიდევ ცოცხალია, მისი მგელი ამას კარგად გრძნობს. თუმცა იმასაც გრძნობს, რომ მისი გულის ცემა ნელ-ნელა უფრო და უფრო სუსტი ხდება და მის გონებასაც თანდათან პანიკა იპყრობს.

"თეჰიონ, რას აკეთებ?" მკაცრად კითხულობს ჯონჰიონი და ბიჭს ისევ შავად უკაშკაშდება თვალები.

"არ მომიახლოვდე ჯონჰიონ"

"რა ჯანდაბას აკეთებ?!" ყვირის როცა წითური მეწყვილის მაისურს შუაზე გლეჯს და მისი ჭრილობისკენ იხრება.

ჯონჰიონი სწრაფად ეჭიდება დემონის მხრებს და ჯონგუკის სხეულისგან მოშორებით მიათრევს. როცა თეჰიონი ხმამაღლა იღრინება და ფეხზე დგება, მეთაური მის იშოტება დგას და შიშ შეპარული ხმით იწყებს ყვირილს.

"რა ჯანდაბა მოგდის? შენში მაქცია იმარჯვებს! ნება მიეცი დემონ თეჰიონს, რომ დაგიმორჩილოს!"

წითური კისერზე ეჭიდება ვამპირს და კედელს მთელი ძალით ანარცხებს.

"მე დემონი არ მყავს ჩასახლებული, ნაბიჭვარო! ის ჩემი ნაწილია, ისევე როგორც მაქცია და ადამიანი, სამივე მე ვარ, გასაგებია?! მაგრამ ახლა არც ერთს არ მიეცემა წინ წამოსვლის საშუალება, რადგან ან სამივე ვიქნები ერთად, ანდაც არც ერთი."

თეჰიონი კიდევ ერთხელ ანარცხებს მეთაურს კედელზე, მერე კი აჩქარებით უახლოვდება მეწყვილის სხეულს და მის გვერდით იმუხლება.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now