hello my monstahs! >< საიდუმლოს გაგიმხელთ, პირველი თავიდანვე სულმოუთქმელად ველოდებოდი იმ მომენტს, როცა თეჰიონი დემონი გახდებოდა და გუკს და თეს დავაპირისპირებდი:დდ ITS SO HOT SHUTUP XD
რეალურად წიგნის ქავერი ძალიან დიდი სპოილერი იყო და მეგონა მაშინვე მიხვდებოდით, რომ თე დემონი იქნებოდა:დდდ მოკლედ, ლეთს სთართ:3_____________________________________________________________________
ბანგთანის ვილის კარები ნელა იღება, შემდეგ კი მძიმედ და ხმაურიანად იხურება. იუნგის გარდა ყველა წამის მეასედში ჩნდება შემოსასვლელში და თითოეულს შეცხადების ხმა სწყდება ბაგეებიდან.
"რა გამოვტოვე!" მათთან მორბის იუნგი და აქოშინებული ეყრდნობა ჯიმინს. ჰო, მისი ადამიანური სიჩქარე არც ისე სახარბიელო რამაა ამ სახლში. "ქოქოსისთავა? რა ჯანდაბა დაგემართა?" გაოცებული ამოთქვამს, როცა დასისხლიანებულ ჯონგუკს ავლებს თვალს.
"თეჰიონი" ოხრავს ბიჭი და ყველას გვერდის ავლით შედის მისაღებში, ისინიც პირდაფჩენილები მიჰყვებიან უკან.
"თეჰიონი? არ თქვა, რომ ეს ყველაფერი მან გიქნა გთხოვ.. მთელი ცხოვრება შენს დაცინვაში გავატარებ" ირონიულად ამოთქვამს იუნგი, მაგრამ როცა ჯონგუკის სერიოზულ სახეს ხედავს წარბებშეკრული ეშვება დივანზე "მოიცა.. მართლა თემ დაგანაწევრა ასე?"
"იუნგი, ხორცის ნაჭერს კი არ ესაუბრები" ოხრავს ჯინი და ნამჯუნთან ერთად ისიც სწრაფად ჯდება ჯონგუკის ახლო-მახლო.
"აბა? ფიქრობ რომ ოქროსგან შედგები ჯინ? თქვენ ყველანი დიდი ხორცის ნაჭრები ხართ, ერთ დღესაც დაობდ-"
"იუნგი.." ჯიმინი წუწუნებს და უმცროსიც თვალების ტრიალით კეტავს პირს, ბიჭს საკუთარ კალთაში მიათრევს და მომლოდინე სახით აკვირდება ჯონგუკს.
"ჰო.. თეჰიონი ნამდვილად გაბრაზებული იყო.. და.. როგორ გითხრათ ეს, ნამდვილად არ ვიცი-"
"უბრალოდ ამოღერღე" ღრენით იწევა იუნგი წინ და ბიჭს თვალებს უბრიალებს, მაგრამ ჯიმინი სწრაფად ეყრდნობა მის გულ-მკერდს და მის მკლავს ხელებს ხვევს, რომ როგორმე დაამშვიდოს.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...