[6] ოქროსფერი თვალები

1.8K 216 55
                                    

ბავშვებო დაკომება და დავოუთება ნუგავიწყდებათ რა 🙈

________________________

*სამი კვირის შემდეგ*

"თეჰიონ! იუნგის ვერ ვპოულობ! მისიაზე ხართ გასასვლელები და არსად ჩანს" წუწუნებს ჯინი და ვამპირების დიდ სახლში აქეთ-იქით იწყებს სირბილს

"ან საძინებელში იქნება ან სამზარეულოში" ყვირილითვე პასუხობს თეჰიონი და მზადებას აგრძელებს.

"რამდენს ყვირით.." ბუზღუნებს ჯონგუკი და მისაღებში მოღუშული სახით გადის, მერე კი ჯიმინის და ნამჯუნის გვერდით ეშვება სავარძელზე "როცა ეს ორი აქაა, სახლში მუდმივად ხმაურია, უკვე ვნანობ ორდენში რომ მივიღე"

"ყველაფერი გავიგონე!" ყვირის თეჰიონი კარს იქიდან "ჯონ ჯონგუკ, ენას მოგაძრობ!

"წითელო, ენას კი არა, თუ არ დაწყნარდები თავს მოგაძრობ" ბნელი ხმით პასუხობს ჯონგუკი და ყველას თვალები ახლახანს გაღებული კარისკენ მირბის, სადაც ზედმეტად საყვარლად გამოწყობილი თეჰიონი დგას, თუმცა მისი ღიმილი საყვარელი სულაც არაა და ჯონგუკი მაშინვე ხვდება რას აპირებს პატარა საზიზღარი ადამიანი.

"თეჰიონ.. არ გაბ-" ბოხი ხმით იწყებს თუმცა წინადადებას თეჰიონის ყვირილი აწყვეტინებს

"დედა! ჯონგუკი მემუქრება!" მთელს სახლში შეცხადების ხმა ისმის და სულ რამდენიმე წამში ჯინი ზუსტად თეჰიონის გვერდით ჩნდება და ბიჭს გულ-მკერდზე იხუტებს.

"ჯონგუკ! როგორ ბედავ მისთვის დამუქრებას?" ჩუმად, ბნელი ხმით ამოთქვამს და ოთახში ყველას ჟრუანტელი უვლის.

ჯონგუკი ხმამაღლა ოხრავს და თავს დივნის საზურგეს ადებს.

"ის უბრალოდ იყენებს იმ ფაქტს, რომ ყველაზე მეტად გიყვარს! დედას მხოლიდ იმიტომ გეძახის, რომ გამოგიყენოს!" წუწუნებს და თეჰიონს თვალებს უბრიალებს.

ერთ-ერთი ფაქტი რაც თეჰიონმა სამი კვირის განმავლობაში ისწავლა არის ის, რომ ჯონგუკი სულაც არ არის მომაბეზრებელი ლიდერი და ზოგჯერ უბრალოდ მისნაირი ჭირვეული ბავშვი ხდება, რაც ძალიანაც ახარებს.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now