თეჰიონის პოვ."გუკ? ჯონგუკ!" ბოლო ხმაზე ვყვირი და უკვე დაძრული მანქანის დევნას ვიწყებ, მანამ არ ვწყვეტ სირბილს სანამ სხეულში ძალა არ მეცლება და შუა ქუჩაში მტკივნეულად არ ვენარცხები.
თვალები ცრემლებით მაქვს სავსე და ყველაფერი მეწვის, მაგრამ ახლა ამის დრო არაა, გუკს დახმარება სჭირდება. ფეხზე გაჭირვებით ვდგები და აქეთ–იქით სწრაფად ვიყურები, თუმცა მანქანა არსადაა.
მთლიანად პანიკა მიპყრობს და ხელებს საკუთარ წითელ თმებს მაგრად ვეჭიდები, მანქანების სიგნალებს აზრზე მოვყავარ და შუა ქუჩიდან ნაპირზე გადავდივარ. ჯანდაბა გუკ.. სად ხარ..
...
შტაბის სახლში ქუდმოგლეჯილი შევდივარ, კარებს ვაწვები თუარა იატაკზე ვიშხლართები მაგრამ მაინც ვაგრძელებ სირბილს.
"ნამჯუნ! ჯუნ! ჯინ! ჯიმინ! შუგა ჰიუნ!"
"მხოლოდ შუგას რატომ მოიხსენიებ ჰიუნად?" წარბაწევით კითხულობს ნამჯუნი, რაზეც იუნგი ბინძურ ღიმილს იკრავს სახეზე.
"რა დროს ესაა მისმ–"
"რადგან ერთადერთი ვარ ვინც პატივისცემას იმსახურებს აქ"
"ჰეი! ამის დრო არ არის მისმ–"
"მეკი მგონია, რომ უბრალოდ შენი ყველას ეშინია" მხრების ჩეჩვით ამოთქვამს ჰობი
"ჰო?! უკაცრავად, მაგრამ აქ ყველაზე მაღალი აიქიუ მაქვს!"
"ჰეი! მე ყველაზე უფროსი ვარ!"
მხოლოდ ჯიმინი რჩება ჩუმად, რაზეც მადლობას ვწირავ ყველა არსებულ და არარსებულ ღმერთებს.
"მომისმინ–"
"ვფიქრობ ჯეირანი უნდა ვითამაშოთ–"
"გუკი გაიტაცეს!" ბოლო ხმაზე ვყვირი და იატაკზე სახით ვენარცხები "აღარ მინდა ვამპირებთან, წამიყვანეთ ნორმალურ ხალხთან" იატაკს მიწებებული ვწუწუნებ.
ოთახში ქაოსი იქმნება, მესმის როგორ იწყებენ ადგილებიდან წამოხტომას და სისულელეების ყვირილს. საბოლოოდ კი იატაკიდანაც მაფხრეწავენ.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanficბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...